ძიუდო

17:11 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

 

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა “რეპეშაჟის ნახევარფინალში” რუსეთის ნაკრების წევრი ზელიმხან ოზდოევი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი დამამშვიდებელ ეტაპზე მეოთხედფინალიდან გადაერთო, სადაც მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალთან იუკოთი დამარცხდა. იქამდე კი უნგრელი ატილა უნგვარი და უკრაინელი სერგეი დრებოტი ჩამოიცილა.

რეპეშაჟის ფინალში რეხვიაშვილი ფრანგ პიერ დუპრას დაეჭიდება. ფინალური ბლოკის შეხვედრები 18 საათზე დაიწყება და “ჯი ემ ჯის” პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161691