ძიუდო

19:11 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილის თურქული ბრინჯაო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა სამსუნის “დიდ პრიზზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა რეპეშაჟის ფინალში ფრანგ პიერ დუპრას იუკოთი მოუგო. დამამშვიდებელ ეტაპზე გადასვლამდე რეხვიაშვილმა სამი შეხვედრა ჩაატარა. უნგრელი ატილა უნგვარისა და უკრაინელი სერგეი დრებოტის ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალთან დამარცხდა და “რეპეშაჟის ნახევარფინალში” გადაერთო, სადაც გადამწყვეტ ბრძოლამდე რუსეთის ნაკრების წევრ ზელიმხან ოზდოევის ძლევა მოასწრო.

დღესვე თურქულ ტურნირში პაატა მერებაშვილი, გიორგი ბროლაშვილი (ორივე 60 კგ), შალვა ქარდავა, თორნიკე თათარაშვილი (ორივე 66 კგ) და არსენა მაჭარაშვილიც (73 კგ) ჩაერთნენ, მაგრამ ხუთივე შეჯიბრებას წინასწარი ეტაპიდანვე გამოეთიშა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098164