ძიუდო

16:31 | 30.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგა

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ზებედა რეხვიაშვილი სამსუნის “დიდ პრიზზე” რეპეშაჟში გადაერთო. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, მონღოლ ნიამ-ოჩირ საინიარგალთან მარცხით.

საწყისი სამი წუთის შემდეგ რეხვიაშვილი მოწინააღმდეგეს ორი შიდოთი უგებდა, მაგრამ მერე იუკოზე დავარდა და შეხვედრის სათავისოდ შესატრიალებლად ძალა აღარ ეყო. ამ შეხვედრამდე ზებედა რეხვიაშვილმა უნგრელი ატილა უნგვარი უილეთოდ, გაფრთხილების ხარჯზე ჩამოიცილა, უკრაინელ სერგეი დრებოტს კი მეოთხე წუთზე ლამაზი იპონით აჯობა.

“ბრინჯაოს ნახევარფინალში” ქართველი ძიუდოისტი რუსეთის ნაკრების წევრ ზელიმხან ოზდოევს დაეჭიდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095309