ფეხბურთი

13:02 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობენმა ლაზარეთში გადაინაცვლა

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი “აუგსბურგთან” სათასო შეხვედრაში დაშავდა და როდის დაუბრუნდება მოედანს, უცნობია. როგორც ირკვევა, ჰოლანდიელი ლაზარეთში, სულ ცოტა, 6 კვირას გაატარებს.

“ექიმების თქმით, მინიმუმ 6-კვირიანი იძულებითი პაუზა მომიწევს. შესაძლოა, 8 ან 9 კვირაც გამოვტოვო. ეს საკმაოდ სერიოზული ტრავმაა და მისი შეუფასებლობა არ ივარგებს”, - განუცხადა ნახევარმცველმა ჰოლანდიურ მედიასაშუალებებს.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიაში, რობენი წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზეა წარდგენილი.

 

0.095554