ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა რობინიომ ერთ-ერთ სამხრეთამერიკულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის სანაკრებო შემადგენლობაში მოხვედრაზე ოცნებობს.
ფეხბურთელმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩილესთან ამხანაგური მატჩის შემდეგ ისაუბრა. შეხვედრა ბრაზილიელებმა 2:1 მოიგეს და ერთი გოლი სწორედ რობინიომ გაიტანა.
“ვეცადე ჩემი საუკეთესო თამაში მეჩვენებინა. მსოფლიოს ჩემპიონატამდე არც თუ ბევრი ამხანაგური მატჩი დარჩა და ყოველი მათგანი დამატებითი შანსია ფეხბურთელებისთვის, მუნდიალის განაცხადში მოსახვედრად. ამაზე მეც ვოცნებობ და მაქსიმალურად ვეცდები, დავიმსახურო” – განაცხადა რობინიომ.







