ევროპულ არენაზე დათა ქაჯაიას გამარჯვებამ, ავტოსპორტის მოყვარულები ძალიან გაგვახარა. ეს ყველაზე დიდი მიღწევაა, რისთვისაც კი ოდესმე ქართველ მრბოლებს (საქართველოს მოქალაქეებს) მიუღწევიათ. მაგრამ ვინც ჩვენი რეპორტაჟებით თუნდაც მწირი ინფორმაციის მიღებას ახერხებდა, ალბათ მიაქციეთ ყურადღება, რომ ლეჯენდსის კლასში ევროპის ეროვნებათა სერიას, დროზე ადრე გამოეთიშა მისი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდლი და ძიერი მონაწილე, ფრანგი რუდი სერვოლი გამოეთიშა...
სერიის მესამე ეტაპის ენდურენს რბოლაში, ქაჯაიამ საფრანგეთის ავტოდრომ ჟონზე, სერვოლთან დაძაბულ პაექრობაში, ბოლო მეტრებზე მოიპოვა გამარჯვება. ამ ეტაპის შემდეგ, სერვოლი სერიას აღარც გაჰკარებია... თავიდან ითქვა, ეს სერვოლის პირადი პრობლემების გამო მოხდა. მაშინ იყო ვარაუდი რომ ფრანგი მრბოლი დარჩენილ ეტაპებზე მაინც მიიღებდა მონაწილეობას. მაგრამ ასე არ მოხდა.
რა თქმა უნდა, ჩვენებურს ბოლომდე საუკეთესოსთან პაექრობაში მოეპოვებინა ჩემპიონის წოდება. სხვათა შორის, ეს თავად დათასაც უთქვამს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ბელგიელ კლოდ ვატეინს, ვისთან ბრძლაშიც ქაჯაიამ დამსახურებულად მოიპოვა სერიის მთავარი თასი, სერვოლზე არანაკლებ გამოცდილი და სწრაფი მრბოლია.
ჩვენებმა სერვოლის მოულოდნელი გაუჩინარების ამბავი, თავად ფრანგებისგან, ბოლო ეტაპის შემდეგ შეიტყვეს: თურმე მთავარი ის ყოფილა, რომ სერვოლს წაგება არც სჩვევია და არც ჰყვარებია... სადაც უასპარეზია, ყველა სერიას იგებდა. და აი, ერთ-ერთ სერიაში, რომელიც საფრანგეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, მზარდი პოპულარობიუთ სარგებლობს, რომელიღაც აღმოსავლური ქვეყნიდან ჩამოსული მრბოლი ამარცხებს. და სწორედ ამიტომაც მიატოვა ჩემპიონატი.
მოკლედ, ქართული „ვენი, ვიდი, ვიცი“ შედგა. ახლა საჭიროა მიღწეულის შენარჩუნება და პარალელურად, წინსვლაც! ქაჯაიასთვის ეს ეტაპი გადალახულია და კარგი იქნება, თუ მას უფრო მაღალი კლასის შეჯიბრშიც თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. ამ სეზონში მოპოვებული გამარჯვებები, მისთვის კარგი სარეკომენდაციო საშუალებაა.
ლეჯენდსის კლასის ეროვნებათა თასზე კი (ჩავთვალოთ, რომ ეს სამომავლო წინსვლისთვის საჭირო პლაცდარმია) ქართველებმა ყოველთვის უნდა იასპარეზონ. და მეორე გამოსვლა რომ პირველზე არანაკლებ წარმატებული იქნება, ამაზე თუნდაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ დათას საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს.
და რაც უფრო მეტი ქართველი მრბოლი მიაღწევს საზღვარგარეთ წარმატებას, მით უფრო მაღლა აიწევს საქართველოს ჩემპიონატის დონე, რომელიც, თუ თუნდაც ერთ ეტაპს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ისედაც საკმაოდ მაღალია (ნიჭიერ პილოტების რაოდენობის მიხედვით). და სხვების წარმატების გამეორების ხიბლი, სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს...
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html







