„უდინეზესთან“ სტუმრად თამაში რომ იოლი არაა, ამაზე ისიც მეტყველდებდა, რომ საკუთარ კედლებში, უდინელებს სერია A-ს ბოლო 22 თამაშში არ წაეგოთ. „ფრიულიზე“ თამაში განსაკუთრებით რთული 10 კაცითაა, მაგრამ „რომამ“, რომელიც სეზონის სტარტზე ბრწყინვალედ გამოიყურება, ამ გამოცდასაც გაუძლო.
„უდინეზესა“ და „რომას“ შორის გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გავიდა, როდესაც მოედანზე 4 წუთის შესულმა ბრედლიმ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა.
უდინეში მოგების შემდეგ, „რომამ“ ერთდროულად 2 რეკორდი გაიმეორა. „ჯალოროსი“ მე-2 გუნდი გახდა, რომელმაც სერია A-ს სტარტზე ზედიზედ 9 თამაში მოიგო. აქამდე, ასეთი შედეგი მხოლოდ „იუვენტუსს“ ჰქონდა (2005-06 წლების სეზონში). გარდა ამისა, 9 თმაშში, რომაელებმა მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს. მსგავსი შედეგი აქამდე ერთადერთხელ იყო დაფიქსირებული - 1966-67 წლების სეზონში, 9 თამაშში 1 გოლი „კალიარისა“ და „ინტერს“ ჰქონდათ გაშვებული.
„პარმასთან“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის მიუხედავად, მაინც უქულოდ დარჩა „მილანი“, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში სტუმრად ჯერ არ მოუგია. პირველ ტაიმში პაროლოსა და კასანოს მიერ გატანილი გოლები მილანელებმა მატრისა და სილვესტრეს ზუსტი დარტყმებით გაქვითეს. თუმცა, მე-4 დამატებულ წუთზე, პაროლომ, მეტოქის კარიდან დააზლოებით 35 მეტრში დანიშნული საჯარიმო გოლად ძალიან ძლიერი დარტყმით აქცია და 3 ქულა პარმაში დატოვა.
ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო „ფიორენტინამ“, რომელმაც უქულოდ ბოლოადგილოსანი და უკვე ზედიზედ 5 თამაშის წამგები „კიევო“ დატოვა. ვერონელებმა ანგარიში კი გახსნეს, მაგრამ კუადრადოს დუბლმა 3 ქულა „ფიორენტინას“ მოუტანა.
„ფიორენტინას“ მიერ წინა ტურში ძლეულმა „იუვენტუსმა“ „ჯენოა“ პირველ ტაიმში გატანილი გოლებით დაამარცხა. ტურინელებს 3 ქულა არტურო ვიდალმა და კარლოს ტევესმა მოუტანეს.
საკუთარ კედლებში 2:0 მოიგო „ნაპოლიმაც“, რომელმაც მეტოქეს საქმე ასევე პირველივე ტაიმში მოუმთავრა. რაფაელ ბენიტესის გუნდმა იგუაინის დუბლით იმარჯვა. არგენტინელმა შემტევმა ორივე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
ბოლო ოთხ თამაშში პირველად მოიგო „ლაციომ“. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა „კალიარის“ სძლია. დედააქალაქელებს გამარჯვება მიროსლავ კლოზემ და ანტონიო კანდრევამ მოუტანეს. მათ თავი მე-2 ტაიმის დასაწყისში, სამწუთიან მონაკვეთში გამოიჩინეს.
ნაპოლი-ტორინო 2:0 (2:0)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, არმერო, ინლერი, ჯემაილი, მერტენსი (პანდევი 76), ჰამშიკი (საპატა 81), ინსინიე, იგუაინი (კალიეხონი 68).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
ტორინო (3-1-4-2): პადელი, დარმიანი, გლიკი, მორეტი, ბელომო, დ’ამბროზიო (მაქსიმოვიჩი 62), გაცი (ბაშა 46), ვივესი, მასიელო, ჩერჩი (მეჯორინი 46), ბარეტო.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
გოლები: 1:0 იგუაინი (14, პენ), 2:0 იგუაინი (32, პენ).
გაფრთხილება: ფერნანდესი 45.
გაძევება: ბაშა 86.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 24 (9)-9 (3), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-7, ჯარიმა: 13-9.
ბოლონია-ლივორნო 1:0 (1:0)
ბოლონია, “რენატო დალ არა” 20000
ბოლონია (3-1-4-2): კურჩი, სორენსენი, ნატალი, მანტოვანი, კრინი, კრესპო (გარიკსი 54), კონე, ლაშალტი (პერესი 79), ჩეხი (მორლეო 46), დიამანტი, კრისტალდო.
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.
ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, კოდა, ემერსონი, ჩეჩერინი, ბიაჯანტი, სკატარელა, ლუცი, დუნკანი (პიჩინი 53), მბაიე (ბორხა 82), ემეგარა (სილიგარდი 46), პაულინიო.
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.
გოლი: 1:0 კრესპო (3).
გაფრთხილებები: დიამანტი 43, კრისტალდო 81 - პიჩინი 76, კოდა 81.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 9 (4)-13 (2), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 2-3, ჯარიმა: 19-13.
კატანია-სასუოლო 0:0
კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000
კატანია (4-3-3): ანდუხარი, ისკო, გიომბერი, როლინი, ბირაგი, ალმირონი (ლეტო 78), ტაჩციდისი (გუარენტე 70), პლაზილი, კეკო (ლოპესი 54), ბერგესიო, კასტრო.
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
სასუოლო (3-1-4-2): პეგოლო, მარცორატი (აჩერბი 42), ბიანკო, ანტეი, მანიანელი, სკელოტო, კურტიჩი, მისიროლი, ლონგი, ფლორო (ზაზა 77), ბერარდი (ლარიბი 60).
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
გაფრთხილებები: ბერგესიო 80 - მანიანელი 50, ლარიბი 76.
მსაჯი: დინო ტომაზი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 14 (4)-12 (1), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-4, ჯარიმა: 17-11.
კიევო-ფიორენტინა 1:2 (1:1)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 11000
კიევო (4-1-3-2): პუჯონი, ესტიგარიბია (სესტუ 70), ფრეი, სეზარი, დრამე, კლაიტონი, ბენტივოლიო (პელისიე 78), რადოვანოვიჩი (სამასა 88), ჰეტემაი, პალოსკი, ტერო.
მწვრთნელი: ჯუზეპე სანინო.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (ვარგასი 78), პისარო, ბორხა ვალერო, ხოაკინი (მატოსი 59), როსი (ვეჩინო 85), კუადრადო.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 1:0 სეზარი (13), 1:1 კუადრადო (45), 1:2 კუადრადო (64).
გაფრთხილებები: რადოვანოვიჩი 42, სეზარი 67, სესტუ 72, ჰეტემაი 90+4 - როდრიგესი 41, კუადრადო 42, ბორხა ვალერო 90+4.
მსაჯი: ლუკა ბანტი.
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 9 (2)-15 (4), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-1, ჯარიმა: 15-8.
იუვენტუსი-ჯენოა 2:0 (2:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000
იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ისლა, ვიდალი (პადოინი 87), პოგბა, ასამოა (დე ჩელიე 73), ლიორენტე (ჯოვინკო 75), ტევესი.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
ჯენოა (4-4-1-1): პერინი, ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი, მარკეზე, ვრსალჟკო, კუცკა, ბიონდინი, ანტონელი (ფეტფაციდისი 46), ბერტოლაჩი (სენტურიონი 79), ჯილარდინო (კონატე 46).
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 1:0 ვიდალი (23, პენ), 2:0 ტევესი (36).
გაფრთხილებები: ტევესი 8 - ფეტფაციდისი 56.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 24 (8)-6 (0), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 0-6, ჯარიმა: 14-8.
პარმა-მილანი 3:2 (2:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე (ბენალუანე 76), მარკიონი, ბიაბიანი, გარგანო, პაროლო, გობი, კასანო (როზი 73), ამაური (სანსონე 64).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
მილანი (4-3-3): გაბრიელი, აბატე, საპატა, სილვესტრე, კონსტანტი, პოლი (კაკა 52), დე იონგი, მონტოლივო, ბირსა, ბალოტელი (მატრი 52), რობინიო (საპონარა 88).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.
გოლები: 1:0 პაროლო (10), 2:0 კასანო (45+1), 2:1 მატრი (61), 2:2 სილვესტრე (63), 3:2 პაროლო (90+4).
გაფრთხილებები: პაროლო 78, ლუკარელი 83, გარგანო 90 - ბალოტელი 34, დე იონგი 83, საპატა 90+3.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 34%-66%, დარტყმა: 16 (8)-16 (5), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-5, ჯარიმა: 15-10.
უდინეზე-რომა 0:1 (0:0)
უდინე, “ფრიული” 13000
უდინეზე (3-1-4-2): კელავა, ნალდო, დანილო, ორტო (ბასტა 76), ბადუ, გაბრიელ სილვა, ლაცარი (მაიკოსუელი 85), პინცი, პერეირა, მურიელი (რანეგიე 90), დი ნატალე.
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, ბალძარეტი, სტროოტმანი, დე როსი, პიანიჩი (ტოროსიდისი 68), ფლორენცი (მარკინიო 62), ბორიელო (ბრედლი 78), ლიაიჩი.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლი: 0:1 ბრედლი (82).
გაფრთხილებები: მურიელი 20, ორტო 41, პერეირა 86, პინცი 90+4 - მაიკონი 11, დე როსი 24, ფლორენცი 39, მარკინიო 90+4.
გაძევება: მაიკონი 66.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13 (3)-15 (5), კუთხური: 4-8, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 14-11.
ლაციო-კალიარი 2:0 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
ლაციო (4-2-3-1): მარკეტი, პერეირინია, ნოვარეტი (სიანი 46), კანა, რადუ, ონაზი, ბილია, კანდრევა, ედერსონი (კლოზე 46), ანდერსონი (კავანდა 87), ვარგასი.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
კალიარი (4-3-1-2): აგაცი, პერიკო (პიზანო 44), როსეტინი, ასტორი, მურუ, კონტი, დესენა, ნაინგოლანი, კაბრერა (კოსუ 70), იბარბო, საუ (პინილია 59).
მწვრთნელი: ივო პულგა.
გოლები: 1:0 კლოზე (52), 2:0 კანდრევა (55).
გაფრთხილებები: სიანი 51 - პიზანო 54.
მსაჯი: დავიდე მასა.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 12 (3)-12 (4), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-1, ჯარიმა: 16-13.





