ფეხბურთი

14:52 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” და ტოტი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ

იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს. Football Italia-ს ინფორმაციით, მხარეები ერთხმად ადასტურებენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია.

“უკანასკნელ დეტალებზე ვთანხმდებით. სულ ცოტაღა დაგვრჩა და კონტრაქტს გავაფორმებთ. ახლა, პრეზიდენტსა და მის ხელმოწერას ველით”, - განაცხადა ტოტიმ.

37 წლის ტოტის განცხადებას რომაელთა გენერალური დირექტორი მაურო ბალდისონი გამოეხმაურა: “მხოლოდ მცირე დეტალებში გარკვევა დაგვრჩა. ტოტი კონტრაქტს მალე გააფორმებს. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ”.

ტოტის ახალ კონტრაქტს ვადა 2016 წლამდე ექნება. მისი წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონიდან 3.2 მილიონ ევრომდე შემცირდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178277