ფეხბურთი

23:53 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ კვლავ არ აგებს, მაგრამ ვეღარც იგებს

სერია A-ს 14 ტურის შემდეგ, „რომა“ წაუგებელ სერიას კვლავ განაგრძობს, მაგრამ პირველი 10 თამაშის მოგების შემდეგ, დედაქალაქელებმა უკანასკნელი 4 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. გარდა ამისა, ამ 4 მატჩში „ჯალოროსიმ“ 3 გოლი გაუშვა, მაშინ, როდესაც პირველ 10 მატჩში რუდი გარსიას გუნდის კარში მხოლოდ 1 ბურთი იყო გასული.

„რომა“ სეზონის პირველ მარცხთან ძალიან ახლოს იყო. ბერგამოში გამართული შეხვედრის მე-2 ტაიმის დასაწყისში, ბრივიოს მიერ საჯარიმო დარტყმის შესრულებას დე სანკტისის შეცდომა მოჰყვა და ანგარიში გაიხსნა. სტუმრებმა ქულა ძირითადი დროის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს. შეცვლაზე შემოსული ლიაიჩის გადაცემის შემდეგ თავი სტროოტმანმა გამოიჩინა.

„რომას“ ფრით ისარგებლა და დედაქალაქელებთან სხვაობა სამ ქულამდე გაზარდა „იუვენტუსმა“. ტურინელებმა „უდინეზეს“ უმასპინძლეს და მეტოქეს გაჭირვებით სძლიეს. დღის ბოლო მატჩში, ორივე გუნდს გოლის გატანის არაერთი კარგი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობდნენ, მაგრამ ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა. შეხვედრის მიწურულს, ტურინელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რასაც მატჩის ერთადერთი გოლის გატანა მოჰყვა. პირველ დამატებულ წუთზე, ლიორენტემ ლიხტშტაინერს ბურთი თავით დაუგდო, შვეიცარიელის დარტყმულს მიმართულება თავად შეუცვალა და „ბებერ ქალბატონს“ 3 ქულა მოუტანა. ლიორენტეს ამ დარტყმის შემდეგ, „იუვენტუსი“ კვლავ რჩება სერია A-ს იმ ერთადერთ გუნდად, რომელსაც გოლი მიმდინარე გათამაშების ყველა მატჩში აქვს გატანილი.

რამდენიმე დღის წინათ, „მილანს“ მიმდინარე სეზონში სტუმრად მოგება არ ჰქონდა, ახლა კი, მასიმილიანო ალეგრის გუნდი თავს გასვლაზე ზედიზედ 2 მოგებით იწონებს. ჩემპიონთა ლიგაზე „სელტიკის“ 3:0 განადგურების შემდეგ, „როსონერიმ“ „კატანიას“ სძლია.

„ანჯელო მაიმინოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ 3 ქულის ასაღებად, „მილანს“ კიდევ ერთი ნავსის გატეხვა მართებდა - მიმდინარე სეზონში, ალეგრის გუნდს პირველი გოლის გაშვების შემდეგ არ მოეგო. მილანელებმა ეს გამოცდა კარგად ჩააბარეს. მე-13 წუთზე გაშვებული ბურთი სტუმრებმა 7 წუთში, ემანუელსონის კარგი ფლანგური გადაცემისა და მონტოლივოს ზუსტი დარტყმით გაქვითეს. 63-ე წუთზე, მარიო ბალოტელიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, ხოლო 81-ე წუთზე, მონტოლივოს პასის შემდეგ, მახვილი კუთხიდან, თავისი გოლი კაკამაც გაიტანა.

სიცილიაში გამართულ მატჩში, „მილანმა“ სერია A-ში არსებული 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ზედიზედ მე-7 წაუგებელი თამაში ჩაატარა „ინტერმა“, მაგრამ წინა ტურის მსგავსად, „ნერაძურიმ“ ქულები ამჯერადაც დაკარგა. „ინტერმა“, „სამპდორიასთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში, ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა. მარცხენა ფლანგზე რიკი ალვარესის კარგ თამაშს საჯარიმოს საპირისპირო მხარეს მყოფმა ფრედი გუარინმა ზუსტი დარტყმა მოაყოლა. მიმდინარეობდა 89-ე წუთზე, როდესაც რენანმა დაახლოებით 25 მეტრიდან ზუსტად დაარტყა და გუნდს ქულა მოუტანა.

ბოლო ოთხ თამაშში თავი 8 ქულას მოუყარა „კიევომ“, რომელმაც გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ვერონელებმა მათსავით ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ლივორნოს“ უმასპინძლეს და გაუტანეს რა 3 უპასუხო გოლი, მეტოქეს ზედიზედ მე-3 მარცხი აგემეს.

 

კატანია-მილანი 1:3 (1:1)

კატანია, “ანჯელო მასიმინო” 13000

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, პერუცი, როლინი, სპოლი, ბირაგი, პლაზილი, ბარიენტოსი (ლეტო 88), კასტრო (გუარენტე 68), ტაჩციდისი, მონსონი (კეკო 61), ლოპესი.

მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.

მილანი (4-3-2-1): გაბრიელი, პოლი, სილვესტრე, ბონერა, ემანუელსონი, მონტოლივო, დე იონგი, ნოჩერინო, ბირსა (ელ შაარავი 74), კაკა, ბალოტელი (მატრი 83).

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლები: 1:0 კასტრო (13), 1:1 მონტოლივო (20), 1:2 ბალოტელი (63), 1:3 კაკა (81).

გაფრთხილებები: პლაზილი 59, ბარიენტოსი 74, გუარენტე 90+4 - პოლი 25, სილვესტრე 31, კაკა 80.

გაძევება: ტაჩციდისი 64.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 29%-71%, დარტყმა: 12 (3)-13 (7), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-2, ჯარიმა: 18-14.

 

ატალანტა-რომა 1:1 (0:0)

ბერგამო, “ატლეტი აძური

ატალანტა (4-4-1): კონსილი, სკალონი (ლუჩინი 74), კაცოლა, კანინი, დელ გროსო (ბონავენტურა 30), ბრიენცა (კონე 65), კარმონა, ჩიგარინი, ბრივიო, მორალესი, დენისი.

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუნო.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, ბრედლი, დე როსი (ლიაიჩი 57), სტროოტმანი, ფლორენცი (რიკი 88), მარკინიო (პიანიჩი 62), ჟერვინიო.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 1:0 ბრივიო (51), 1:1 სტროოტმანი (90).

გაფრთხილებები: ჩიგარინი 45+1, კანინი 59, დენისი 87 - ბენატია 78, ლიაიჩი 90+2.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 7 (3)-17 (7), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 3-1, სეივი: 6-2, ჯარიმა: 10-20.

 

კალიარი-სასუოლო 2:2 (0:2)

კალიარი, “სანტ ელია

კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ (დესენა 46), ნაინგოლანი, კონტი, ერიკსონი, კოსუ (იბრაიმი 69), იბარბო (ნენე 12), საუ.

მწვრთნელი: ივო პულგა.

სასუოლო (3-4-3): პეგოლო, მარცორატი, ბიანკო, აჩერბი, გაცოლა, მანიანელი, მარონე (ჩიბსა 85), ლონგი, ბერარდი (კურტიჩი 70), ძაძა, მასუჩი (ლარიბი 77).

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

გოლები: 0:2 მარცორატი (14), 0:2 ძაძა (19), 1:2 ნენე (72), 2:2 საუ (87).

გაფრთხილებები: მურუ 45+1, ნაინგოლანი 78 - ძაძა 51.

მსაჯი: მიკაელ ფაბრი.

ბურთის ფლობა: 68%-32%, დარტყმა: 16 (7)-12 (4), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 12-12.

 

კიევო-ლივორნო 3:0 (1:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი

კიევო (4-1-4-1): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, დრამე, რიგონი, ესტიგარიბია (პალოსკი 77), რადოვანოვიჩი (ბენტივოლიო 64), ჰეტემაი, ლაზარევიჩი (სარდო 72), ტერო.

მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.

ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ჩეკერინი, რინაუდო, ვალენტინი, ემერსონი, სკატარელა (ემეგარა 53), ბიაჯანტი, გრეკო, ჯემიტი (პიჩინი 53), სილიგარდი (ბორხა 69), პაულინიო.

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.

გოლები: 1:0 რიგონი (36), 2:0 ტერო (56), 3:0 პალოსკი (79).

გაფრთხილებები: ჰეტემაი 23, დრამე 76, ფრეი 81, დაინელი 87 - გრეკო 66, ემეგარა 69.

მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 20 (6)-15 (4), კუთხური: 11-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 21-4.

 

ინტერი-სამპდორია 1:1 (1:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა

ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუანი, ჟონათანი, ტაიდერი (კოვაჩიჩი 62), ალვარესი (ბელფოდილი 86), ძანეტი, კამბიასო, გუარინი (მუდინგაი 82), პალასიო.

მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო (რეჯინი 43), კოსტა, პალომბო, ობიანგი (რენანი 86), გაბიადინი, სორიანო, ედერი, პოცი (სანსონე 73).

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

გოლები: 1;0 გუარინი (18), 1:1 რენანი (89).

გაფრთხილებები: ალვარესი 10, კამპანიარო 76, გუარინი 78 - გაბიადინი 12, კოსტა 28, ედერი 45+1.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 11 (2)-14 (5), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-1, ჯარიმა: 16-16.

 

იუვენტუსი-უდინეზე 1:0 (0:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პირლო (პოგბა 14), პადოინი (ლიხტშტაინერი 58), ვიდალი, მარკიზიო, დე ჩელიე (კვალიარელა 77), ტევესი, ლიორენტე.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

უდინეზე (4-2-3-1): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, გაბრიელი, ლაცარი, ალანი, ბასტა, პერეირა (მაიკოსუელი 88), ფერნანდესი (ბადუ 61), დი ნატალე.

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლი: 1:0 ლიორენტე (90+1).

გაფრთხილებები: ლიორენტე 45+2, კვალიარელა 77 - ორტო 43.

მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე.

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 27 (5)-9 (4), კუთხური: 12-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 4-4, ჯარიმა: 8-8.

0.088402