სერია A-ს სტარტზე 10 თამაშის მოგების შემდეგ, „რომამ“ ზედიზედ 3 ფრე ითამაშა, რის გამოც, რუდი გარსიას გუნდმა ლიდერობა „იუვენტუსს“ დაუთმო.
„კალიარისთან“ მატჩში „რომა“ დიდ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ სერბი მეკარის, ვლადა ავრამოვის ძალიან კარგი თამაშის გამო, დედაქალაქელები ქულას დასჯერდნენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „ჯალოროსის“ „კალიარისთან“ ბოლო 2 საშინაო თამაში წაგებული ჰქონდა, არც ფრე სჩანს ცუდი შედეგი.
რომა-კალიარი 0:0
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი (ბრედლი 81), ბენატია (ბურდისო 90), კასტანი, დოდო, პიანიჩი, დე როსი, სტროოტმანი, ლიაიჩი, ფლორენცი (ბორიელო 69), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, მურუ, დესენა, კონტი, ერიკსონი, კოსუ (კაბრერა 81), იბარბო (არიაუდო 90+4), საუ (პინილია 65).
მწვრთნელი: ივო პულგა.
გაფრთხილებები: მაიკონი 74, ბორიელო 85 - პინილია 70, კონტი 73, ერიკსონი 80, ასტორი 85.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 19 (5)-8 (2), კუთხური: 19-7, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-5, ჯარიმა: 8-9.





