სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:13 | 10.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რომა“ უდინეში შეაჩერეს

ზედიზედ 3 თამაშის მოგების შემდეგ, „რომამ“ ქულები დაკარგა, მაგრამ საკუთარ კედლებში კარგად მოთამაშე „უდინეზესთან“ სტუმრად არწაგება დედაქალაქური გუნდისთვის ცუდი შედეგი მაინც არაა.

უდინეში გამართულ შეხვედრაში, ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდნენ, რომლებსაც ამჟამად იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელთაგან საუკეთესო ბომბარდირები კაპიტნობენ, მაგრამ ვერც ფრანჩესკო ტოტიმ (225 გოლი სერია A-ში) და ვერც ანტონიო დი ნატალემ (168 გოლი) მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.

პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს. 21-ე წუთზე, ტოტის ჩაწოდებისა და ახლო მანძილიდან ფლორენცის დარტყმის შემდეგ, ბრკიჩმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა, მაგრამ დამატებაზე ლამელამ ივარგა.

მასპინძლებმა 62-ე წუთზე გაათანაბრეს. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოში მყოფმა მურიელმა 2 მეტოქე მოატყუა და სტეკელენბურგს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა.

ამ გოლიდან დაახლოებით 10 წუთში, ორტოს მიერ მოედნის ცენტრში წესების დარღვევა არბიტრმა ზედმეტად მკაცრად შეაფასა და მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა რომაელებმა, დარჩენილ დროში, რამდენიმე სახიფათო მომენტი კი შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

 

უდინეზე-რომა 1:1 (0:1) 

უდინე, “ფრიული 17000

უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი, ორტო, დანილო, დომიცი, ბასტა, ალანი, ბადუ, სილვა, მაიკოსუელი (პერეირა 70), მურიელი (ანჯელა 75), დი ნატალე (რანეგიე 85).

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

რომა (3-5-2): სტეკელენბურგი, პირისი, ბურდისო, კასტანი, ტოროსიდისი, პეროტა, დე როსი, ფლორენცი (ლოპესი 84), მარკინიო (ბალძარეტი 87), ლამელა, ტოტი (ოსვალდო 61).

მწვრთნელი: ანდრეა ანდრეაცოლი.

გოლები: 0:1 ლამელა (21), 1:1 მურიელი (62).

გაფრთხილებები: მაიკოსუელი 44, დომიცი 51 - ტოტი 45, ფლორენცი 64, ტოროსიდისი 76.

გაძევება: ორტო 73.

მსაჯი: მარკო გუიდა.

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 6 (3)-9 (4), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 15-16.

 

ბომბარდირები

კავანი („ნაპოლი“) – 18, ელ შაარავი ("მილანი") – 16, დი ნატალე („უდინეზე“) – 15, პაცინი („მილანი“) – 12, ოსვალდო („რომა“), ლამელა („რომა“), იოვეტიჩი („ფიორენტინა“), საუ („კალიარი“) – 11, კლოზე ("ლაციო"), ჯილარდინო („ბოლონია“), ტოტი („რომა“) – 10.

 

10 მარტი

ატალანტა-პესკარა; იუვენტუსი-კატანია; კიევო-ნაპოლი; კალიარი-სამპდორია; პალერმო-სიენა; პარმა-ტორინო; ინტერი-ბოლონია; ლაციო-ფიორენტინა.

თეგებირომა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169828