ფეხბურთი

11:45 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” “ტოტენჰემს” ოსვალდო შესთავაზა

იტალიური “რომა” თავდამსხმელ პაბლო ოსვალდოს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში გაყიდის. The London Standard Evening-ის ცნობით, იტალიელები 27 წლის ფორვარდს 8 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეელევიან.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, რომაელებმა არგენტინული წარმოშობის იტალიელის შეძენა ლონდონის “ტოტენჰემს” შესთავაზეს, რადგან ამ კლუბის თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს ოსვალდოს ყიდვა დიდი ხანია სურს. პორტუგალიელს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს, რადგან ჯერმეინ დეფო ხშირად ტრავმიანობს, ემანუელ ადებაიორი კი, არასტაბილურია.

მიმდინარე სეზონში, ოსვალდომ იტალიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 11 გოლით გამოირჩა.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168687