ფეხბურთი

15:00 | 20.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” არაბი ინვესტორი გამოუჩნდა

ერთ-ერთ არაბ შეიხს, რომელიც სახელის დასახელებისგან თავს იკავებს, იტალიურ “რომაში” სურს ფულის დაბანდება. Football Italia-ს ცნობით, არაბი ინვესტორი “ჯალოროსიში” 80 მილიონ ევროს ჩადებს.
იორდანული წარმოშობის არაბს “რომას” აქციების ნაწილის გამოსყიდვა ბანკ “უნიკრედიტისგან” სურს. “უნიკრედიტი” რომაელთა აქციების 40%-იან პაკეტს ფლობს.
აღსანიშნავია, რომ “რომას” მთავარი მფლობელი ამერიკელი ბიზნესმენი ტომას დი ბენედეტოა, რომელიც აქციების 60%-ს ფლობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.062933