ზედიზედ 4 თამაშის ფრედ დასრულების შემდეგ, „რომამ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და დედაქალაქელებმა არამარტო წაუგებელი სერია განაგრძეს, არამედ მოგებაც გაიხსენეს. ეს იყო ზედიზედ მე-4 თამაში, რომელშიც „ჯალოროსიმ“ „იები“ დაამარცხა.
ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფლანგზე ჟერვინიოს კარგ თამაშს ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩენილი მაიკონის ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა „რომას“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
29-ე წუთზე, ფლანგიდან წარმატებით უკვე სტუმრებმა შეუტიეს. „ფიორენტინას“ მარჯვენა მცველმა, ტომოვიჩმა თავის ფლანგზე მეტოქე იოლად მოატყუა და ბურთი საჯარიმოში მყოფი ვარგასისკენ გაგზავნა, ხოლო პერუელმა მარცხენაფლანგელმა ძალიან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
რუდი გარსიამ, 58-ე წუთზე, მოედანზე მატია დესტრო შეუშვა, რომელმაც 9 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა. იტალიელმა, მაიკონის მსგავსად, ჟერვინიოს გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან დაარტყა.
მოგებას ვერაფრით ახერხებს მე-2 რომაული გუნდი. „ლაციომ“, რომელიც „ტორინოსთან“ უქულოდ დარჩა, ზედიზედ მე-6 მოუგებელი თამაში ჩაატარა.
5-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა „სამპდორიასაც“, მაგრამ „ლაციოსგან“ განსხვავებით, გენუელებმა 3 ქულის აღება მოახერხეს. ეს გასაკვირი არც ყოფილა, რადგან სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ბოლოადგილოსან „კატანიას“ მასპინძლობდა.
გასავარდნი ზონიდან ამოსული „სამპდორია“ ქულებით „სასუოლოს“ გაუთანაბრდა, რომელმაც ბოლო 5 თამაშში პირველად წააგო. ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა აქამდე გასავარდნ ზონაში მყოფ კიდევ ერთ გუნდს, „კიევოს“ უმასპინძლა და „მფრინავ ვირებს“ ზედიზედ მესამედ მშრალად მოგების საშუალება მისცა. ვერონელები კარგად გუნდის მთავარ მწვრთნელად ეუჯენიო კორინის დანიშვნის შემდეგ ათამაშდნენ. მანამდე, ამ გუნდს 8 თამაშში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდა აღებული.
ზედიზედ მე-3 ფრე ითამაშა „ინტერმა“, რომელსაც „პარმასთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში მოსაგებად 3 გოლის გატანაც არ ეყო. „ჯუზეპე მეაცაზე“ გამათულ მატჩში ანგარიში „ჯვაროსნებმა“ გახსნეს. „ინტერმა“ პალასიოს ზუსტი დარტყმით 44-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ ორ წუთში წინ კვლავ სტუმრები იყვნენ. 54-ედან 59-ე წუთამდე, კიდევ 3 ბურთი გავიდა. პალასიოს მე-2 გოლისა და გუარინის ეფექტური ზუსტი დარტყმის წყალობით, „ინტერმა“ წინ გასვლა პირველად მოახერხა, მაგრამ მილანელთა უპირატესობამ მხოლოდ 3 წუთს გასტანა. ქულების გამყოფი გოლი სანსონემ გაიტანა.
რომა-ფიორენტინა 2:1 (1:1)
რომი, “ოლიმპიკო” 48000
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო, პიანიჩი, დე როსი, სტროოტმანი, ფლორენცი (დესტრო 58/ბრედლი 90), ლიაიჩი (ტადეი 72), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი, აკვილანი (პისარო 73), ამბროზინი (ხოაკინი 78), ვალერო, კუადრადო, როსი, ვარგასი (მატოსი 86).
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლები: 1:0 მაიკონი (7), 1:1 ვარგასი (29), 2:1 დესტრო (67).
გაფრთხილებები: პიანიჩი 23, დე სანკტისი 60, დესტრო 68, ლეანდრო 69 - ამბროზინი 15, როდრიგესი 16, ნეტო 63, კუადრადო 90+3.
გაძევება: პიანიჩი 88.
მსაჯი: დანიელე ორსატო.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 21 (9)-15 (5), კუთხური: 7-6, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-7, ჯარიმა: 10-12.
კალიარი-ჯენოა 2:1 (0:1)
კალიარი, “სანტ ეტლია” 6500
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პიზანო (იბრაიმი 58), როსეტინი, ასტორი, აველარი, კონტი, ნაინგოლანი, დესენა (კოსუ 46), ეკდალი (ნენე 77), პინილია, საუ.
მწვრთნელი: ივო პულგა.
ჯენოა (3-4-2-1): პერინი, ანტონინი, პორტანოვა (დე მაიო 79), მანფრედინი, ვრსალჟკო, ბიონდინი, ლოდი, ანტონელი, ფეტფაციდისი (მარკეზე 45+2), კუცკა (გამბერინი 60), ჯილარდინო.
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 0:1 ჯილარდინო (17), 1:1 საუ (76), 2:1 საუ (90+2).
გაფრთხილებები: პინილია 13, ნაინგოლანი 32, კონტი 43, საუ 76, ავრამოვი 90+4 - მანფრედინი 10, კუცკა 30.
გაძევება: მანფრედინი 43.
მსაჯი: პიერო ჯაკომელი.
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 30 (7)-4 (3), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-5, ჯარიმა: 15-11.
ვერონა-ატანალტა 2:1 (0:1)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 20000
ვერონა (4-3-3): რაფაელი, რომულო, გონსალესი, მაიეტა, აგოსტინი, ჟორჟინიო, სირილიანო (გომესი 58), ჰალფრედსონი, იტურბე (მორასი 88), ტონი, მარტინიო (კაჩა 72).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
ატალანტა (4-4-2): კონსილი, კანინი, კაცოლა, ლუჩინი, ბრივიო, ბრიენცა (ჯორჯი 68), კარმონა (მილიაჩო 47), ბაზელი, კონე, დე ლუკა (ლივაია 80), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
გოლები: 0:1 დენისი (42), 1:1 გომესი (82), 2:1 ჟორჟინიო (86, პენ).
გაფრთხილებები: მაიეტა 53 - კარმონა 15, დენისი 53, დე ლუკა 77.
გაძევება: კაცოლა 85.
მსაჯი: ანდრეა დე მარკო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 15 (6)-11 (5), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 0-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 12-14.
სამპდორია-კატანია 2:0 (0:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 23000
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა (რეჯინი 80), პალომბო, ოიანგი, გაბიადინი, ედერი (რენანი 86), სორიანო, პოცი (კრსტიჩიჩი 57).
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
კატანია (4-1-4-1): ფრიზონი, პერუცი (კეკო 59), ლეგროტალიე, სპოლი, გიომბერი, ბირაგი, გუარენტე, კასტრო (ბოატენგი 71), პლაზილი, მონსონი (ლოპესი 59), ლეტო.
მწვრთნელი: ლუიჯი დე კანიო.
გოლები: 1:0 ედერი (54), 2:0 გაბიადინი (77).
გაფრთხილებები: ედერი 23, პალომბო 58, გაბიადინი 72, კრსტიჩიჩი 90+5 - კასტრო 44, გუარენტე 45+3.
მსაჯი: დომენიკო ჩელი.
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 16 (7)-5 (0), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-4, სეივი: 0-5, ჯარიმა: 16-13.
სასუოლო-კიევო 0:1 (0:0)
რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000
სასუოლო (3-4-3): პეგოლო, ანტეი, ბიანკო, აჩერბი, გაცოლა (სკელოტო 58), მანიანელი, მარონე (მისიროლი 75), ლონგი, ბერარდი, ძაძა (მასუჩი 66), ფლორო.
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
კიევო (4-3-3): პუჯონი, ფრეი, დაინელი, სეზარი, დრამე, რადოვანოვიჩი (ბენტივოლიო 83), რიგონი, ჰეტემაი, ესტიგარიბია (სარდო 73), ტერო, სესტუ (აკოსტი 67).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლი: 0:1 ტერო (55).
გაფრთხილებები: ბერარდი 51, ბიანკო 76 - დრამე 85, სეზარი 89.
მსაჯი: დავიდე მასა.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 6 (2)-9 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-2, ჯარიმა: 19-26.
ტორინო-ლაციო 1:0 (1:0)
ტურინი, “ოლიმპიკო” 16000
ტორინო (3-1-4-2): პადელი, დარმიანი, გლიკი, მორეტი, დ’ამბროზიო, ბაშა (ბრიგი 68), ვივესი, ფერნერუ (მასიელო 81), პასკუალი, იმობილე (მეჯორინი 53), ჩერჩი.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, კონკო, კანა, დიასი, პერეირინია (კეიტა 46), ბილია (ფლოკარი 62), კანდრევა, ონაზი, ერნანესი (ედერსონი 75), ლულიჩი, ვარგასი.
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი.
გოლი: 1:0 გლიკი (19).
გაფრთხილებები: ბაშა 45+2, ჩერჩი 55, გლიკი 78 - ბილია 18, ვარგასი 36.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 38%-62%, დარტყმა: 5 (3)-21 (3), კუთხური: 1-15, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 8-19.
ინტერი-პარმა 3:3 (1:2)
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
ინტერი (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, რანოკია, ჟუანი, ჟონათანი (ბელფოდილი 77), კოვაჩიჩი, ალვარესი, ძანეტი (ნაგატომო 70), კამბიასო, გუარინი (ტაიდერი 88), პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, გობი, გარგანო (აკვა 18), მარკიონი, პაროლო, ბიაბიანი, კასანო (ამაური 83), სანსონე (როზი 87).
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 0:1 სანსონე (11), 1:1 პალასიო (44), 1:2 პაროლო (45+1), 2:2 პალასიო (54), 3:2 გუარინი (56), 3:3 სანსონე (59).
გაფრთხილებები: რანოკია 52, კოვაჩიჩი 81 - პაროლო 9.
მსაჯი: პაოლო ვალერი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 15 (6)-17 (8), კუთხური: 3-11, თამაშგარე: 3-0, სეივი: 5-3, ჯარიმა: 14-13.





