სერია A-ს 28-ე ტურის ბოლო 2 მატჩი „ოლიმპიკოზე“ გაიმართა, ერთი ტურინში და ერთიც რომში. დედაქალაქში მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო ტურინში - სტუმრებმა.
„ნაპოლის“ ტურინში რთული მატჩი ჰქონდა. ნეაპოლელებმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს და მათ ამაში მსაჯის დახმარებაც დასჭირდათ. ძირითადი დროის ბოლო წუთზე, იგუაინმა ბურთი ჰამშიკის გრძელი გადაცემის შემდეგ მიიღო, მის წინ მყოფ ერთადერთ მცველს, გლიკს ხელი ჰკრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საგოლედ დაარტყა.
დღის მე-2 თამაშში, „რომამ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ორმატჩიანი შესვენების შემდეგ მოიგო. რომაელები ორბურთიანი უპირატესობით 2-ჯერ იგებდნენ და უდინელთა მაქსიმუმი ორივე შემთხვევაში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება იყო. ტოტისა და დესტროს ზუსტ დარტყმებს, მე-2 ტაიმის დასაწყისში, პინციმ უპასუხა. მასპინძელთა ორბურთიანი უპირატესობა ტოროსიდისმა აღადგინა, ხოლო ბასტამ შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ტორინო-ნაპოლი 0:1 (0:0)
ტურინი, “ოლიმპიკო”
ტორინო (3-4-1-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი, კურტიჩი (ბაშა 78), ელ კადური, დარმიანი, ტაჩციდისი, ბარეტო (იმობილე 56), მეჯორინი (ჩერჩი 70).
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, რევეილერი (ენრიკე 74), ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი, ინლერი (ბეჰრამი 64), ჟორჟინიო, კალიეხონი (ინსინიე 80), ჰამშიკი, მერტენსი, იგუაინი.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლი: 0:1 იგუაინი (90).
გაფრთხილებები: ბოვო 7, გლიკი 65 - ჟორჟინიო 39, ინლერი 55.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 12 (4)-13 (4), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 14-8.
რომა-უდინეზე 3:2 (2:0)
რომი, “ოლიმპიკო”
რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, დოდო (რომანიოლი 85), პიანიჩი, ტადეი, ნაინგოლანი, დესტრო (ბასტოსი 81), ტოტი (ფლორენცი 72), ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
უდინეზე (3-4-1-2): სკუფეტი, ორტო, დანილო, დომიცი, ვიდმერი, ბადუ (ზილინსკი 85), პინცი (მურიელი 64), ბასტა, ალანი, პერეირა, დი ნატალე (ლოპესი 80).
მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.
გოლები: 1:0 ტოტი (22), 2:0 დესტრო (30), 2:1 პინცი (51), 3:1 ტოროსიდისი (69), 3:2 ბასტა (80).
გაფრთხილებები: ნაინგოლანი 27 - ვიდმერი 68.
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 20 (9)-14 (8), კუთხური: 5-11, თამაშგარე: 2-1, სეივი: 6-6, ჯარიმა: 8-13.





