იტალიის სერი ა-ს მე-5 ტურის მატჩები სამი დღე გაგრძელდება. ტური დღეს რომში დაიწყება, ხოლო ორშაბათს პალერმოში დასრულდება. ამ ტურში ლიდერ გუნდებს არ მოუწევთ ერთმანეთთან დაპირისპირება, მაგრამ რამდენიმე საინტერესო მატჩის გამოყოფა შეიძლება.
დღეს ითამაშებს ჩემპიონატის ორივე ლიდერი. რომაელები ჰელასელებთან შეეცდებიან მორიგი სამი ქულის მოპოვებას, ხოლო ალეგრის მოთამაშეები ბერგამოში ითამაშებენ. სავარაუდოდ, დღესვე გადაწყდება ვინ იქნება ჩემპიონატის ლიდერი, თუმცა შესაძლოა კვლავ შენარჩუნდეს ორხელისუფლებიანობა.
ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე “ტორინო” და “ფიორენტინა” კვირას ითამაშებენ. ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და კარგი შეხვედრის მოლოდინი არსებობს. ასევე საინტერესო უნდა იყოს ლიდერებთან ახლოს მყოფი გუნდების “სამპდორიასა” და “ჯენოას” დაპირისპირება.
სეზონის სტარტიდან გამომდინარე, “ნაპოლის” ძალიან გაუჭირდება “სასუოლოსთან” გამარჯვება. გასულ ტურში ფლორენციელებთან კარგი შთაბეჭდილება დატოვა დი ფრანჩესკოს გუნდმა. “სასუოლოს” კარგად შეუძლია თავის დაცვა.
რომა – ჰელას ვერონა
დასაწყისი: 27 სექტემბერი, 20:00 საათი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო.”
“რომამ” სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო. რუდის გარსიას მოთამაშეებმა ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს. ოთხი ტურის შემდეგ “იუვენტუსთან” ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
რაც შეეხებათ ჰელასელებს, ორი ფრისა და ორი მოგების შემდეგ ანდრეა მანდორლინის გუნდი მე-8 ადგილზეა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ცაცია მოლდაველი არტურ ლონიტაა. 24 წლის მოთამაშემ “ჯენოასა” და “ტორინოს” გაუტანა.
სავარაუდო შემადგენლობები:
რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი, პარედესი, ნაინგოლანი, პიანიჩი, ფლორენცი, დესტრო, ლიაიჩი
ვერონა: გოლინი, სორენსენი, მორასი, მარქესი, ბრივო, ობადი, ტაჩციდისი, იონიტა, გომესი, ტონი, იანკოვიჩი
ატალანტა – იუვენტუსი
დასაწყისი: 27 სექტემბერი, 22:45 საათი
ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური.”
“ატალანტა” ერთი მოგებითა და ერთი ფრით მე-11 ადგილს იკავებს. შტეფანო კოლანტუნოს გუნდმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. მეტოქეთა კარი ესტიგარიბიამ და ბოაკიემ აიღეს.
ტურინელები ბრწყინვალე ფორმაში არიან. “მილანთან” გამარჯვებამ მნიშვნელოვნად გაზარდა მათი შანსები. “რომას” მსგავსად, ფრისა და წაგების გარეშე მოვიდნენ დღემდე.
სავარაუდო შემადგენლობა:
ატალანტა: სპორტიელო, ზაპაკოსტა, ბიავა, ბენალუნი, დრამე, ესტიგარიბია, ბასელი, კარმონა, გომესი, დენისი, ბოაკიე
იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, ვიდალი, მარკიზიო, პოგბა, ევრა, ტევესი, მორატა
სასუოლო – ნაპოლი
დასაწყისი: 28 სექტემბერი, 14:30 საათი
ადგილი: რეჯიო ემილია, “ციტა დელ ტრიკოლორე.”
“ნაპოლი” ერთი ქულით უსწრებს “სასუოლოს,” თუმცა ცხრილში სიმჭიდროვის გამო ბენიტესის გუნდი მე-10, ხოლო რეჯიო ემილიას წარმომადგენელი მეთვრამეტეა.
“სასუოლო” შედეგზე ორიენტირებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. მათ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, თუმცა სამი ფრის წყალობით უქულოდ მხოლოდ “ჯუზეპე მეაცას” სტადიონი დატოვეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
სასუოლო: კონსილი, ვრსალიკო, ანტეი, კანავარო, პელუზო, ბონდინი, მანანელი, ტეიდერი, ფლორო ფლორესი, ზაზა, სენსონე
ნაპოლი: რაფაელი, მაჯო, ჰენრიკე, კულიბალი, ზუნიგა, ინლერი, დავიდ ლოპესი, კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი, იგუაინი
ჩეზენა – მილანი
დასაწყისი: 28 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი.”
ბისოლის გუნდი ოთხი ქულით მე-13 ადგილზეა. კარგი სტარტის შემდეგ, როცა “დინო მანუციზე” მოუგეს “პარმას,” მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვეს. წააგეს “ლაციოსა” და “იუვენტუსთან” ერთნაირი ანგარიშით (3:0). ახლა კი კვლავ იტალიურ გრანდს ეთამაშებიან.
ინძაგი ცდილობს გუნდმა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი ითამაშოს. “იუვესთან” წაგების შემდეგ ბოლო ტურში ლევან მჭედლიძის “ემპოლისთან” ქულა მოიპოვეს. აგებდნენ, თუმცა მეორე ტორესისა და ჰონდას გოლებით გაათანაბრეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩეზენა: ლელი, კაპელი, ლუჩინი, ვოლტა, რენზეტი, დე ფრუდისი, კასკიონე, კოპოლა, ბრიენცა, მარილუნგო, როდრიგესი
მილანი: აბიატი, აბატე, ალექსი, ზაპატა, დე შილიო, პოლი, დე იონგი, ჰონდა, მენეზი, ბონავენტურა, ტორესი
კიევო – ემპოლი
დასაწყისი: 28 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილი: ვერონა, “მარკ’ანტონიო ბენტეგოდი.”
“კიევო” მე-17, ხოლო “ემპოლი” მე-19 ადგილზეა. გასავარდნ ზონაში არიან და მათთვის ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია. “კიევომ” სამი ქულა “ნაპოლისთან” შეხვედრაში მოიპოვა, ხოლო “ემპოლიმ” გასულ ტურში დიდი ბრძოლა გაუმართა “მილანს.” ასე რომ, სუსტი გუნდი არც ერთი არ არის.
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, ლევან მჭედლიძე ტრავმირებულთა სიაში არ არის და სავარაუდოდ, სათადარიგოთა შორის ვიხილავთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
კიევო: ბარდი, ფრეი, დანელი, სეზარი, ბირაგი, რადოვანოვიჩი, კოფი, ჰეტემაი, ბირსა, მაქსი ლოპესი, პალოში
ემპოლი: სეპე, ლორინი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი, ვეცინო, სინორელი, კროკე, ვერდი, ტავანო, მაკარონე
ინტერი – კალიარი
დასაწყისი: 28 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილი: მილანი, “ჯუზეპე მეაცა.”
“ინტერი” იტალიის ჩემპიონატში წაგების გარეშე ასპარეზობს, ხოლო “კალიარი” ბოლო სამი ტურია აგებს. ზდენეკ ზემანის გუნდი ბოლო ადგილზეა ერთი ქულით.
მილანურმა გუნდმა “პალერმოსა” და “ტორინოსთან” ფრედ ითამაშა. დანარჩენი მატჩები მოიგო, თუმცა ფრედ დასრულებულ შეხვედრათა გამო ლიდერებს ოთხი ქულით ჩამორჩება.
სავარაუდო შემადგენლობები:
ინტერი: ჰანდანოვიჩი, ანდრეოლი, რანოკია, ხუან ჟესუსი, ნაგატომო, ერნანესი, მედელი, კოვაჩიჩი, დოდო, ოსვალდო, პალასიო
კალიარი: გრანო, ბალზანო, კეპიტელი, როსეტინი, აველარი, კრისეტიგი, კონტი, ეკდალი, იბარბო, საუ, კოსუ
ტორინო – ფიორენტინა
დასაწყისი: 28 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილი: ტურინი, “სტადიო ოლიმპიკო დი ტორინო.”
სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი გუნდები ტურინში ითამაშებენ. ორივე გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს და ორ ფრონტზე უწევთ ბრძოლა.
ბოლო ტურში “ტორინომ” ბოლო ადგილოსან “კალიარის” მოუგო, ხოლო ფლორენციელებმა “არტემიო ფრანკიზე” “სასუოლო” ვერ გატეხეს (0:0).
სავარაუდო შემადგენლობები:
ტორინო: პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, პერესი, გაცი, ვივესი, ელ კადური, დარმიანი, კვალიარელა, ამაური
ფიორენტინა: ნეტო, ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა, კუადრადო, მატი ფერნანდესი, პიზარო, ბორხა ბალერო, ილიჩიჩი, ბაბაკარი
ჯენოა – სამპდორია
დასაწყისი: 28 სექტემბერი, 22:45
ადგილი: ჯენოვა, “ლუიჯი ფერარი.”
ათეულში მყოფი კლუბები “ლუიჯი ფერარიზე” ითამაშებენ. სტუმრებს წაგება არ უნახავთ, ხოლო “ჯენოამ” ერთხელ წააგო, საკუთარ მინდორზე ნეაპოლელებთან.
გასპერინის გუნდიდან მატრიმ და პინილიამ ორ-ორი გოლი გაიტანეს, ხოლო “სამპდორიადან” საუკეთესო ბომბარდირი მცველი დანიელე კასტალდელოა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჯენოა: პერინი, რონკალია, დე მაიო, მარჩეზი, ანტონელი, ედენილსონი, რინკონი, სტურარო, პეროტი, პინილია, კუცკა
სამპდორია: ვივიანო, დე სილვესტრი, კასტალდელო, სილვესტრე, რეგინი, სორიანო, პალომბო, ობიანგი, გაბიდინი, ოკაკა, ედერი
უდინეზე – პარმა
დასაწყისი: 29 სექტემბერი, 21:00 საათი
ადგილი: უდინე, “ფრიური.”
“უდინეზემ” კარგად დაიწყო სეზონი. მხოლოდ ერთი თამაში წააგო, ჩემპიონატის ლიდერ “იუვენტუსთან.” დანარჩენ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.
სულ სხვა ვითარებაშია “პარმა.” მათ ყველა მატჩი დათმეს გარდა ერთისა. კასანოს დუბლისა და კოდას გოლებით სტუმრად “კიევო” დაამარცხეს. მე-4 ტურში “რომასთან” დამარცხდნენ.
სავარაუდო შემადგნელობები:
უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, ჰურტუქსი, დანილო, პასკუალე, ბადუ, ალანი, გილერმე, კონე, ტერუ, დი ნატალე
პარმა: მირანტე, მენდესი, ფელიპე, ლუკარელი, დე შელიე, მაური, ხორკერა, აცქუა, გეზალი, კასანო, ბელფოდილი
პალერმო – ლაციო
დასაწყისი: 29 სექტემბერი, 23:00 საათი
ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა.”
გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან, მე-14-მე-15 ადგილებს იყოფენ. როგორც სტუმარს, ასევე მასპინძელს 3 ქულა აქვს მოპოვებული. გადავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან.
ლაჩინის გუნდმა სამი ქულა სამი ფრით მოიპოვა, ხოლო პიოლის მოთამაშეებმა მეორე ტურში “ჩეზენას” მოუგეს, ხოლო სხვა შეხვედრები დათმეს.
სავარაუდო შემადგენლობა:
პალერმო: სორენტინო, ანდელკოვიჩი, ტერზი, ბამბა, მორგანელა, რიგონი, ბარეტო, ლაზაარი, ვასკესი, დიბალა, ბელოტი
ლაციო: მარკეტი, კონკო, დე ვრი, კანა, ბრაფჰეიდი, პაროლე, ლედესმა, ლულიჩი, კანდრევა, ჯორჯევიჩი, მაური
დიმა შარიქაძე






