ფეხბურთი

20:06 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ფინალში განსაკუთრებულ თამაშს ელის

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ “ატლეტიკოსთან” გასამართ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოუთმენლად ელის და აღნიშნავს, რომ ლისაბონში განსაკუთრებული თამაში იქნება.

"მადრიდის "რეალის" რიგებში ეს არის ჩემი პირველი ლიგის ფინალი. ლისაბონში განსაკუთრებული თამაში იქნება, რადგან ორივე კლუბი შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენ ძალიან სწრაფი და შემტევი გუნდი გვყავს და შეგვიძლია გოლი ხუთი შეხებით გავიტანოთ. ფეხბურთელები ყველაფრის გაღებას ვაპირებთ, რათა კლუბი ლიგის გამარჯვებული მეათეჯერ გახდეს. "რეალი" ამ ტიტულს დიდი ხანი ელოდება და ჩვენ მიზანთან ერთი ნაბიჯი გვაშორებს,” - განუცხადა უეფას ოფიციალურ საიტს პორტუგალიელმა თავდამსხმელმა.

კრიშტიანუ რონალდუმ კარლო ანჩელოტის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"იგი ვირტუოზი მწვრთნელია და პოზიტიური ადამიანი. მისი დადებითი აურა ჩვენზე ყოველთვის მოქმედებს. ამიტომაცაა, რომ მასთან მუშაობა მიყვარს."

მადრიდის “რეალისა” და “ატლეტიკოს” დაპირისპირება ლისაბონში 24 მაისს გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.171612