მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, “ოქროს ბურთის” მიღების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და მადლობა გადაუხადა იმ ხალხს, ვისაც მის წარმატებაში წვლილი მიუძღვის.
“უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში. მათ გარეშე ასეთი წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამ ჯილდოს მოგება ძალიან ძნელია.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ჩემს მეუღლეს, მეგობრებს, ვაჟს. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური წუთია. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის მადლობა.” – განაცხადა მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა.







