პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის “რეალს” მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.
ესპანური პრესის მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელისა და “სამეფო კლუბის” ახალ შეთანხმებას ვადა 2018 წლის ივნისამდე ექნება და მისი პირობების თანახმად, რონალდუს ყოველწლიური ანაზღაურება 16 მილიონი ევრო იქნება.
რონალდუ “რეალში” 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 34 მატჩში, ამდენივე გოლი გაიტანა.









