პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ არ ამხელს იმ მიზეზს, რომლის გამოც, მსოფიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში, მას საგრანგეთთან დაპირისპრება არ სურს.
შესარჩევი ციკლის მე-9 ტურში, პორტუგალიამ ისრაელთან 1:1 ითამაშა და მუნდიალზე პირდაპირ მოხვედრის შანსები თითქმის დაკარგა. მატჩის შემდეგ, გუნდის უმთავრესმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მას ფლეი ოფში საფრანგეთთან შეხვედრა არ სურს. როგორც ირკვეა, ამის მიზეზი მხოლოდ ფრანგების სიძლიერე არაა.
“თეორიულად, საფრანგეთი ყველაზე ძლიერი გუნდია. ფრანგებთან ჩვენი დაპირისპირება დიდ ინტერესს გამოიწვევს, რაც, ჩემის აზრით, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ამ გუნდთან შეხვედრა არ მინდოდეს. თუ არსებობს გუნდი, რომელთან შეხვედრაც არ მინდა, ეს საფრანგეთია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. არ მინდა, ამ მიზეზებზე ვისაუბრო, რადგან ამის გამო დავისჯები.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Marca.







