თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ახალი ვებგვერდი შექმნა, რომელიც მის გულშემატკივრებს პორტუგალიელ ვარსკვლავთან ურთირთობას გაუადვილებს.
ვებგვერდი VivaRolando.com სოციალური ქსელია. ამ გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, რონალდუს გულშემატკივრებს ერთმანეთის გაცნობისა და რაც მთავარია, მათ კუმირთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლები სხვადასხვა გათამაშებებში მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ პრიზების მოგების შანსს აძლევს.







