მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ თავის თამაშს შეფასება გაუკეთა. პორტუგალიელი თავს 9-იანზე აფასებს.
“საფეხბურთო მოედანზე, ჩემს თავს 9-იანს დავუწერდი. ყოველთვის ვცდილობ, მოვუმატო, მაგრამ 10-იანზე ჯერ ვერ ვთამაშობ. დასახული მიზნის მისაღწევად, ვარჯიშებსა და თამაშებზე მუხლჩაუხრელად ვმუშაობ. ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო და სიკეთე ვაკეთო. ფეხბურთელი ვარ და ჩემი მიზანია, ხალხს ბედნიერება მოვუტანო”, - განუცხადა თავდამსხმელმა Football Espana-ს.
ცნობისათვის, 28 წლის რონალდუ “რეალში” 2009 წლიდან ასპარეზობს. მან მადრიდელთა მაისურით 209 მატჩი ჩაატარა და 213 გოლი მიითვალა.







