ფეხბურთი

19:17 | 17.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს ტრავმამ ისევ შეახსენა თავი

 

ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს კვლავ ტრავმა აწუხებს.

მადრიდელთა ბოლო ვარჯიშის დროს, პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმამ კვლავ შეახსენა თავი და მოედანი დატოვა. შედეგად, კარლო ანჩელოტიმ რონალდუ "ესპანიოლის" წინააღმდეგ მატჩისთვის 18-კაციან განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობის მიღებას.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091849