ჩოგბურთი

20:31 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

როსოლის მეოთხედფინალი

 

28 წლის ჩეხი ლუკაშ როსოლი ჩრდილოგერმანული ჰამბურგის bet-at-home Open-ის  მეოთხედფინალში გავიდა. რეიტინგსიის 42-ე ადგილზე მყოფმა როსოლმა მესამე წრეში მასზე 10 საფეხურით წინ მდგომ ესპანელ ტომი რობრედოს 7:6, 7:6 სძლია.

შეხვედრა მეტად დაძაბულად მიმდინარეობდა, როსოლი კი უკეთ საკვანძო მომენტებში გამოიყურებოდა. მატჩი საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და ამ სათამაშო დროის განმავლობაში როსოლის ანგარიშზე 7 ეისია, რობრედომ კი ეს საჩოგბურთო ელემენტი ოთხჯერ შეასრულა. როსოლმა პირველად მოახერხა რობრედოს დამარცხება, უწინ კი მასთან ორჯერ წაუგია.

ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში როსოლი ფრანგი ჟილ სიმონისა და გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის მატჩში მოგებულ შეხვდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175328