მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის – ლიონელ მესის ყიდვას არ შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელები 26 წლის არგენტინელში 250 მილიონი ევროს გადასახდელად იყვნენ მზად.
“ეს აბსურდია. 250 მილიონი ევრო იმაზე გაცილებით დიდი თანხაა, რაც ხავი მარტინესში გადავიხადეთ. ფინანსებს ასეთი დიდი რაოდენობით ვერ დავხარჯავთ. თანაც, სანდრო როსელს ვიცნობ და ვიცი, რომ მესის არასდროს გაყიდის. ვფიქრობ, “ბარსელონას” დატოვება არც მესის ინტერესებში შედის. არგენტინელი ამ კლუბს იდეალურად ერგება”, - განაცხადა შკყ 90-თან საუბარში კარლ-ჰაინც რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, მესი ტრავმირებულია და მოედანზე დაბრუნებას ახალ წლამდე ვერ შეძლებს.







