“დორტმუნდის” ხელმღვანელობაში მიიჩნევენ, რომ “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მარკო როისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მათი კლუბის საშინაო საქმეებში ჩარევაა.
დორტმუნდელთა წარმომადგენლები, მიხაელ ცორკი და ჰანს-იოახიმ ვატცკე მას შემდეგ გაღიზიანდნენ, როდესაც რუმენიგემ განაცხადა, რომ მარკო როისის გამოსასყიდი თანხა არა 35 მილიონი, არამედ 25 მილინი ევროა.
“დორტმუნდი” რუმენიგეს განცხადებით უკმაყოფილოა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კლუბის საშინაო საქმეების პრესაში განხილვა დაუშვებელია.” – აცხადებს ვატცკე.
“რუმენიგე უკვე 3 დღეა “დორტმუნდზე” საუბრობს, მაგრამ ახლა მან ახალ დონეს მიაღწია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ის საერთოდ არ ილაპარაკებს.” – ეს უკვე ცორკის სიტყვებია.







