ავტოსპორტი

23:58 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის ავტოდრომზე სამი BMW E46-ის გათამაშების სეზონი გაიხსნა

რუსთავის ავტოდრომზე სამოყვარულო წყვილთა რბოლის ჩემპიონატის მონაწილეთათვის სამი BMW E46-ის მოგების სეზონი გაიხსნა. ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 80-მდე მრბოლელი ავტომობილის მოსაგებად სამ კლასში იბრძოდა. წინა წამყვანი თვლების კლასი ზესტაფონელმა ბესო კაპანაძემ არასპორტული მანქანით მოიგო, უკანა წამყვანი თვლების კლასში პირველი მევლუდ მელაძე იყო, კვადრო-ს კლასში კი პირველ ადგილზე ვანო მძელური გავიდა. ყველა მონაწილე მანქანის მოსაგებად 12 ეტაპის განმავლობაში იბრძოლებს. 12 ეტაპის ჯამური ქულებით თითოეული კლასიდან 6 საუკეთესო ქულის მქონე მონაწილე გადადის სუპერფინალში. ამას დაემატება ლატარეაში გამარჯვებული 2 მონაწილე. ლატარიის გათამაშების დოლურაში თითოეული მონაწილის სახელი მოხვდება იმდენჯერ, რამდენ ეტაპზეც მიიღო მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, დაიკავა თუ არა საპრიზო ადგილი თითოეულ კლასში. ყველა ეტაპზე კლასებში გამარჯვებულები ELF-ის ზეთებით დასაჩუქრდებიან. სამივე BMW E46 თავის მფლობელს უკვე ელის და ავტოდრომზე თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. რაც შეეხება ჩემპიონატის მონაწილეებს, მათი რეგისტრაცია ხორციელდება წინასწარ, ხოლო დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულმა პირებმა უნდა იხილონ საიტზე www.rim.ge

R

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093394