ავტოსპორტი

19:53 | 1.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი გრანდიოზული ავტორბოლა Rustavi International Challenge-სთვის ემზადება

რუსთავის საერთაშოროსო ავტოდრომზე კვირას დაგეგმილ გრანდიოზულ შეჯიბრება Rustavi International Challenge-თან დაკავშირებით, პარასკევს, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, ავტოდრომის საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართება.
ავტოდრომის მენეჯმენტი, უცხოელ და ქართველ მრბოლელებთან ერთად მედიის წარმომადგენლებს ავტოდრომის  სიახლეებს და Rustavi International Challenge-ის დეტალებს გააცნობს.
ავტოდრომის მენეჯმენტის ინფორმაციით, Rustavi International Challenge  საავტომობილო სპორტში  წლის ყველაზე  მასშტაბური შეჯიბრებაა და იგი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე  პირველად ჩატარდება.  წრიული რბოლა 3 კლასში: „ფორმულა ალფა“-ში, „ლეგენდს“-ში და GT Unlimited-ში გაიმართება. ასპარეზობაში ქართველ მრბოლელებთან ერთად, 13 უცხოელი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.
რუსთავის ავტოდრომზე მაყურებელს პირველად მიეცემა შესაძლებლობა მთელ ტრეკზე მიმდინარე რბოლა  ახლადდამონტაჟებულ გრანდიოზულ მონიტორზე იხილოს.
Rustavi International Challenge-ში მონაწილეობაზე ორჯერ მეტი განაცხადი გაკეთდა ვიდრე მოველოდით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და მასშტაბური შეჯიბრებაა საავტომობილო სპორტის სფეროში და მიმდინარე წლიდან მას ჩვენ ტრადიციულ სახეს მივანიჭებთ. ამჯერად შეჯიბრებაში სულ 44 მრბოლელი მიიღებს მონაწილეობას,  მათ შორის 13 უცხოელი.  ამ დროისთვის რუსთავის ავტოდრომზე უკვე მიმდინარეობს საკვალიფიკაციო შეჯიბრებები. მოხარული ვართ, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მაყურებელს რბოლა გრანდიოზულ მონიტორზე შევთავაზოთ, რომელიც საშუალებას იძლევა  ყურადღების ცენტრში იყოს რბოლის ყველაზე მწვავე მომენტები, რომლებიც აქამდე ტრეკის შორეულ წერტილებში მაყურებლისათვის ძნელად აღსაქმელი იყო,“ -აცხადებს  რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორი მევლუდ მელაძე.
შეჯიბრების გადაღება, პირველად საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში ჰაერიდან, პარაპლანის საშუალებთ განხორციელდება. ამასთან, ავტოდრომის დირექცია ჟურნალისტებს და ოპერატორებს საშუალებას მისცემს პარაპლანიდან გადაღებული კადრები გამოიყენონ.
რუსთავის ავტოდრომი უზრუნველყოფს პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლების ტრანსპორტირებას. პარასკევს, რუსთავში გამგზავრების მსურველ ჟურნალისტებს 11:00 საათზე, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული„ კონკის“მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ავტობუსი მოემსახურება.
რუსთავის ავტოდრომის მშენებლობა 2012 წლის აპრილში დასრულდა და მფლობელის, შოთა აფხაზავას მიერ განხორციელოებულმა კერძო ინვესტიციამ 20 მილიონზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა. „რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი“ ამიერკავკასიის ერთადერთ პროფესიონალური ავტოდრომია,  რომელიც FIA (საერთასორისო საავტომობილო ფედერაციის გრეიდ 2) მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული, რაც შესაძლებელს ხდის ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატები ავტორბოლის ყველა სახეობაში გარდა „ფორმულა 1“-სა.  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167532