დასრულდა საჭადრაკო ფესტივალი „სამაისო კავკასია“, რომელშიც აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ფესტივალს საქართველო მასპინძლობდა. შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა და სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 17.5-14.5.
აღნიშნული ფესტივალი, რომლის სპონსორიც „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ იყო, საქართველოსა (26 მაისი) და აზერბაიჯანის (28 მაისი) დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
დღეს, 19 საათზე, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის დიდ დარბაზში ტურნირის საზეიმო დახურვა შედგა. პრიზიორი სპორტსმენები სიგელებით, მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ პრეზიდენტი მაირ მამედოვი, რომლებმაც ახალგაზრდა მოჭადრაკეებს წარმატება უსურვეს.









