ჩოგბურთი

21:38 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

საგამოფენო სერიები ბუენოს აირესში დასრულდა

რაფა ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი სამხრეთ ამერიკას სტურმრობდნენ, სადაც რამდენიმე საგამოფენო მატჩი ჩაატარეს. რეიტინგის პირველ-მეორე ნომრებმა ერთმანეთში ორჯერაც ითამაშეს და თუ პირველ დაპირისპირებაში სერბმა იმარჯვა, განმეორებითი პაექრობა 6:4, 7:5 ესპანელმა მოიგო.

კორტის შემდეგ რაფამ და ნოვაკმა საფეხბურთო მინდორზე გადაინაცვლეს და ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” მატჩის შესვენებისას ამ კლუბის მაისურებში გამოწყობილებმა მაყურებლების გართობა ითავეს. ამასთან, არგენტინის დედაქალაქის მერმა ჯოკოვიჩს “ბოკას” ათნომრიანი მაისური გადასცა სახსოვრად. რა შეხსენება გჭირდებათ, ბოკელთა ღირსებას ამ ნომრით თვით დიეგო არმანდო მარადონა იცავდა...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095433