საგაზაფხულო დედლაინის დადგომამდე 1 დღით ადრე "საკრამენტომ" და "ჰიუსტონმა" ერთმანეთში 6 მოთამაშის გაცვლა განახორციელს. "კინგზმა" საკუთარი შემადგენლობიდან "როკეტსში" გაუშვა ტომას რობინსონი, ფრანცისკო გარსია, ტაილერ ჰანიქათი და 2013 წლის დრეფტის მეორე რაუნდის არჩევანი დათმო. საპასუხოდ კი კალიფორნიულმა გუნდმა მიიღო პატრიკ პატერსონი, ტონი დაგლასი და კოულ ოლდრიჯი - იტყობინება Yahoo.sports
შეგახსენებთ, რომ ტომას რობინსონი 2012 წლის დრაფტზე მე-5-ე ნომრად იქნა არჩეული.
გიორგი ბარბაქაძე







