ჭიდაობა

14:24 | 23.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტები ევროსეზონს მინსკში ხსნიან

საქართველოს სამბისტთა ნაკრები დღეს მინსკში, "ბელარუსის პრეზიდენტის თასზე" გამოდის. პირად-გუნდურ ტურნირში თემურ გიორგაძის გუნდი 13-კაციანი შემადგენლობით ჩაერთო.

გაფართოებული განაცხადის მიუხედავად, ორ წონით კატეგორიაში: 62 და 100 კილოგრამებში, საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ჰყავს. სხვა წონებში კი შემდეგი სპორტსმენები არიან: დიმიტრი მულაძე (52 კგ), უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ლევან ნახუცრიშვილი, ბექა იმერლიშვილი (ორივე 68 კგ), გიორგი გასიტაშვილი, ბესიკ ბერულავა, კახა მამულაშვილი, (74 კგ), გიორგი ბაინდუროვი, ნიკოლოზ კუცია (82 კგ), პაატა ღვინიაშვილი, გიორგი ცოციაშვილი, დავით კარბელაშვილი (90 კგ), მირიან გონჯილაშვილი (+100 კგ).
ბელარუსული ტურნირით ქართული გუნდი ევროპის პირველობისთვის მზადებას შეუდგება. შემადგენლობა საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით მხოლოდ სანახევროდ დაკომპლექტდა. ახლახან ჩატარებული შიდა პირველობის ჩემპიონთაგან მინსკის სიაში ვერ მოხვდნენ: გენადი ჩირგაძე (52 კგ), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), შმაგი ლაგაზაური (62 კგ), ბექა ბერძენიშვილი (100 კგ) და მირიან პავლიაშვილი (+100 კგ), თუმცა სავარაუდოდ, ამ ხუთეულს და კიდევ რამდენიმე კანდიდატს, თავის გამოჩენის შანსი მარტში, მოსკოვში გასამართ საერთაშორისო ტურნირზე მიეცემათ.
ევროპის ჩემპიონატსაც მოსკოვი უმასპინძლებს - 17-21 მაისს. იქამდე კი, საქართველოს ნაკრები, სავარაუდოდ, ორ მოსამზადებელ შეკრებასაც გაივლის.
 
ოთარ მაღლაკელიძე
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158077