ჭიდაობა

16:02 | 10.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრებიან

საქართველოს სამბისტთა ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები მსოფლიოს პირველობაზე მიემგზავრებიან. მომავალი ტურნირი 13-16 ოქტომბერს, ლატვიის დედაქალაქ რიგის ოლიმპიურ დარბაზში გაიმართება. სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის დასკვნითი მზადება სამბოს ახალ დარბაზში გაიარეს.
მსოფლიო პირველობაზე გამგზავრების წინ ნაკრების წევრებმა 10 ოქტომბერს ბოლო ვარჯიში გამართეს, რომელსაც სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიორგაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გალდავა დაესწრნენ. სამბისტები რიგაში 12 ოქტომბერს მიემგზავრებიან. საქართველოს წარმომადგენელი გოგონათა შორისაც ეყოლება, ახალგაზრდებს შორის შორენა შარაძე იასპარეზებს.
გიორგი გალდავა: “ეს ახალგაზრდები სამბოში ქართული ჭიდაობიდან მოვიდნენ და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებითაც გამდიან. ევროპის და მსოფლიოს პირველობებზე მედლებით ყოველთვის განებივრებულები ვართ და მჯერა, სამბისტები ამჯერადაც იყოჩაღებენ. ორივე ნაკრებმა სრულფასოვანი მომზადება გაიარა და მსოფლიოს ჩემპიონატს ოპტიმალურ ფორმაში ხვდება”.
თემურ გიორგაძე: “ბიჭები კარგად არიან მომზადებულები, განწყობა საბრძოლოა და შესაბამისად მედლებსაც ველოდებით. ნაკრების ყველა წევრს აქვს იმის პოტენციალი, რომ წარმატება მოიპოვოს, დანარჩენი კი მათზეა დამოკიდებული. ცხადია, ყველა მედლით ვერ დარუნდება, თუმცა გვჯერა რომ ბევრი ჩემპიონ-პრიზიორი გვეყოლება”.

 

ახალგაზრდული ნაკრები
48 კგ - ლევან ბერძენიშვილი
52 კგ - გივი ნადარეიშვილი
57 კგ - ვახტანგ ჩიდრაშვილი
62 კგ - თორნიკე თათარაშვილი
68 კგ - ზვიად კაპანაძე     
74 კგ - გიორგი პაპუნაშვილი
82 კგ - ლაშა ზურაბიანი   
90 კგ - გიორგი ნოზაძე   
100 კგ - მიხეილ ნარიმანიძე  
+ 100 - სლავა რეზესიძე
მთ. მწვრთნელი: ემილ რაში                         

 

ჭაბუკთა ნაკრები
48 კგ - ლერი ბედინაძე
52 კგ - აბესალომ ვაშაყმაძე
56 კგ - თორნიკე მუზაშვილი
60 კგ - ოთარ გაბუნია
65 კგ - ბექა ტუღუში
70 კგ - მიხეილ მეზურნიშვილი
75 კგ - გიორგი ბიწაძე
81 კგ - რევაზ წულუკიძე
87 კგ - ალექსანდრე მილდიანი
+ 87 კგ - გაგა ჯიხვაძე
მთ. მწვრთნელი: კობა ედიშერაშვილი                                      

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097091