ჭიდაობა

11:33 | 14.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა ორი ვერცხლით დაიწყეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა უჩვეულოდ წარუმატებლად იჭიდავა. ჩემპიონ-პრიზიორები ცხრა წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ. ჩოხა ხუთმა ქართველმაც მოირგო, მაგრამ კვარცხლბეკს მხოლოდ ორმა მათგანმა უწია. კახა მამულაშვილი (74 კგ) და მინდია ბოდაველი (90 კგ) ფინალამდე კი მივიდნენ, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ორივე დამარცხდა, თან ორივე ბელარუს მოწინააღმდეგესთან და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. სამეულს მიღმა კი, დიმიტრი მუმლაძე (52 კგ), დავით სვიმონიშვილი (62 კგ) და ვახტანგ ზოიძე (+100 კგ) დარჩნენ.
დღეს, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში – 57, 68, 82 და 100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი უშანგი კუზანაშვილი (57 კგ), ბექა იმერლიშვილი (68 კგ), ნიკოლოზ კუცია (82 კგ) და მირიან პავლიაშვილი (100 კგ) იჭიდავებენ. შეგახსენებთ, კუზანაშვილმა შარშანდელ ევროპირველობაზე ოქრო 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163026