3 მარტს, 12:00 საათზე, ოფიციალურად გაიხსება სამბოს “სპორტის სასახლე”, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
გახსნის ცერემონიალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან და სამბოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, თბილისში საგანგებოდ ამ დღისათვის ჩამოსული სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, დავით რუდმანი დაესწრება.
დარბაზი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტდა, გაკეთდა სავარჯიშო დარბაზი, კეთილმოეწყო საშხაპეები და ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ ახალ დარბაზში სამბისტთა ნაკრების წევრებმა კარგად ივარჯიშონ და საერთაშორისო ტურნირებისთვის სრულფასოვანი მომზადება გაიარონ.







