სხვა

11:40 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამი წარმატებული სპარინგი ირანთან

თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის ოფიციალური მოწვევით, თბილისს ირანის ისლამური რესპუბლიკის ბეისბოლისტთა ნაკრები სტუმრობს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს ატარებს.

პირველი შეხვედრა სპორტკომპლექს "მერანის" სტადიონზე 27 ივლისს გაიმართა და საქართველოს ნაკრებმა 13:5 მოიგო. 29 და 31 ივლისს კი, გუნდები ერთმანეთს თემქაზე მდებარე სპორტკომპლექს “შატილის” მოედანზე დაუპირისპირდნენ და ორჯერვე მასპინძლებმა იმარჯვეს – 15:8 და 21:5.

ამხანაგურ თამაშებს ბეისბოლისა და სოფტბოლის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები და მოყვარულები, ბავშვთა კლუბები, ირანული დიასპორის წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

“ბოლო ხუთ დღეში ნაკრებმა სამი ამხანაგური თამაში ჩაატარა, რაც გუნდს აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება, რადგან საერთაშორისო შეხვედრების ნაკლებობას აშკარად განვიცდით. ირანელებისგან საპასუხო მიწვევაც მივიღეთ და სექტემბერში მათ სტუმრადაც ვეთამაშებით. ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია მომავალშიც გეგმავს საერთაშორისო ტურნირების ორგანიზებას სხვადასხვა ქვეყნების ფედერაციებთან და კლუბებთან თანამშრომლობით, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სპორტული ურთიერთობების გაღრმავებას და ბეისბოლისა და სოფტბოლის განვითარებას საქართველოში”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ შავლაძემ.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094391