ძიუდო

12:27 | 29.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამსუნში კანდიდატების გუნდით

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ დასკვნით ტურნირზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ხვალ-ზეგ, სამსუნში გასამართ დიდ პრიზზე თავის გამოჩენის შანსს იმ ძიუდოისტებს აძლევთ, ვისაც 26-28 აპრილს, ბუდაპეშტში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის შემადგენლობაში მოხვედრა ჯერ გარანტირებული არ აქვთ. ნაკრების ძირითადი ბირთვი კი უკვე გამოკვეთილია.

თურქულ ტატამზე 12 ქართველი გავა. 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს თითო წარმომადგენელი ეყოლება, დანარჩენ ხუთ წონაში - ორ-ორი.

შეგახსენებთ, ახალი წესის თანახმად, ევროპირველობის მონაწილე ნაკრებების მწვრთნელებს შემადგენლობაში მაქსიმუმ 9 სპორტსმენის შეყვანა შეუძლიათ. ეს ერთ სრულ განაცხადს და ორ წონაში დამატებით თითო ძიუდოისტის დაყენებას ნიშნავს, თუმცა მწვრთნელს უფლება აქვს, რომელიმე წონითი კატეგორია თავისუფალი დატოვოს და მის ნაცვლად კიდევ ერთი სასურველი წონა გააოროს.

სამსუნის დიდ პრიზს ქართული ევროგანაცხადის შესავსებად უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

 

საქართველოს ნაკრები

60კგ - პაატა მერებაშვილი და გიორგი ბროლაშვილი

66კგ - შალვა ქარდავა და თორნიკე თათარაშვილი

73კგ - ზებედა რეხვიაშვილი და არსენა მაჭარაშვილი

81კგ - ლაშა ზურაბიანი და იოსებ ჩილინდრიშვილი

90კგ - ზვიად გოგოჭური

100კგ - ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი

+100კგ - ონისე ბუღაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097156