ჭადრაკი

18:58 | 24.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ აფრიკა საქართველოს კონკურენტია

ფიდემ (მსოფლიოს საჭადრაკო საერთაშორისო ფედერაცია) უკვე აცნობა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, რომ 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულებულია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოლიმპიადის მასპინძლობაში საქართველოს სამხრეთ აფრიკა შეეცილება. თუ რომელ ქვეყანაზე გააკეთებს ფიდე აქცენტს, ეს უკვე 2014 წლის აგვისტოში ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში, ფიდეს გენერალური ანსამბლეის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კენჭისყრაში ფიდეს წევრი 180 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ტრომსიო, გენერალური ანსამბლეის პარალელურად, 2014 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადასაც უმასპინძლებს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ უკვე დაიწყო აქტიური სამზადისი ჩვენი ქვეყნის ტრომსიოში ღირსეულად წარსადგენად. ოლიმპიადის მსვლელობისას მოეწყობა ქართული კუთხე, მომზადდება ფილმი საქართველოზე და სასაჩუქრე ჩანთები შესაბამისი ქართული და საჭადრაკო სიმბოლიკით.

იმ შემთხვევაში, თუ ფიდე არჩევანს საქართველოზე გააკეთებს 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა ქალაქ ბათუმში ჩატარდება.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დღეს, 24 აპრილს, გამოაცხადა კონკურსი 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ლოგოსა და თილისმაზე, რომლის გამარჯვებული პრიზის სახით 500 ლარს მიიღებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადების (როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით) მიღება და დარეგისტრირება განხორციელდება 2014 წლის 25 აპრილიდან 2014 წლის 9 მაისამდე. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის კანცელარიაში ან ელექტრონულ მისამართზე Batumi2018@gmail.com.

საკონკურსო განცხადების განხილვა ჩატარდება მიმდინარე წლის 12 მაისს. აუცილებელი მოთხოვნაა ლოგოზე ლათინური წარწერა: “World Chess Olympiad Georgia, Batumi 2018”. ლოგოსა და თილისმის შექმნის მიზნით კონკურსის გამოცხადებსათან დაკავშირებით შეიქმნა საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე - გიორგი გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი).

კომისიის წევრები: ნონა გაფრინდაშვილი (საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის გამარჯვებული, მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი), გოგა ჩანადირი (ფოტოხელოვანი).

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094071