ფეხბურთი

16:48 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ნაკრებებმა შვედეთში ითამაშეს

შვედეთში დაიწყო არაღიარებულ ქვეყნებს შორის ეგრეთ წოდებული მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ნაკრებებიც მონაწილეობენ.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთმა თავის ჯგუფში დარფურის ნაკრებს 19:0 მოუგო. დარფური სუდანშია, 90-იან წლებში იქ ომი თითქმის არ შეწყვეტილა. სხვათა შორის, სამხრეთ ოსეთის ნაკრებში ქართული გვარის მქონე ფეხბურთელიცაა – რომეო კობალაძე, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა.

მოიგო დე ფაქტო აფხაზეთის ნაკრებმაც, რომელმაც ლაპლანდიას 2:1 სძლია. აფხაზებს ჯუმა კვარაცხელია წვრთნის, ფეხბურთელთა შორის კი არიან თბილისის "დინამოს" ყოფილი მოთამაშის, ახრიკ ცვეიბას ვაჟი, სანდრო ცვეიბა და რუსლან აჯინჯალი, რომელიც რუსული "კრილიას" ფეხბურთელი გახლავთ.

ამ ეგრეთ წოდებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე თამაშობენ ტამილია, ასირია, მთიანი ყარაბაღი, ქურთისტანი, ზანზიბარი, ოქსიტანია, ნორმანდიის კუნძულები.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176541