კალათბურთი

11:55 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიო" და "მაიამი" კონფერენციის ნახევარფინალში გავიდნენ

"სან ანტონიომ" ტრავმებით გატანჯული "ლეიკერსი" პლეი ოფის პირველ რაუნდში ძალზე იოლად მოინელა, მოუგო რა საწყისი 4 მატჩი და მშრალზე დატოვა კალიფორნიული გრანდი. მთელი სერიის განმავლობაში იგრძნობოდა "სპურსის" აშკარა უპირატესობა, რომელიც მან პირველ რიგში გუნდური თამაშის ხარჯზე მოიპოვა, ეს საკალათბურთო ასპექტი ჯერჯერობით უცხო დეტალად რჩება ამ ფორმაციის "ლეიკერსისთვის", რაც საბოლოოდ დამღუპველი გამოდგა მისთვის.

საპლეიოფო სერიის მეოთხე მატჩს Staples Center-მა უმასპინძლა. მასპინძლები უდიდეს დანაკლისს განიცდიდნენ, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების გამო მათ შემადგენლობაში არ იყვნენ კობი ბრაიანტი, სტივ ნეში, სტივ ბლეიკი, ჯოდი მიქსი და მეტა ვორლდ ფისი. სტუმრებმა ეს ფაქტორი შესანიშნავად გამოიყენეს და ტონი პარკერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას მხოლოდ იზრდებოდა და უკანასკნელი პერიოდის წინ 20 ქულას შეადგენდა - 78:58.

ბოლო 12 წუთში აღარაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ, გრეგ პოპოვიჩმა სათადარიგოთა სკამის მოთამაშეებსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომელთაც თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირეს - 103:82.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "სან ანტონიოს" ფრანგი გამთამაშებელი ტონი პარკერი გახდა, რომელმაც 23 ქულა დააგროვა.

დასრულდა ეს კოშმარული სეზონი "ლეიკერსისთვის", რომელმაც, ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, მაინც ვერ მოახერხა შეთამაშება, პლეი ოფში ბოლო წამს გააღწია, თუმცა იქ ბოლო წლების ტრადიცია არ დაარღვია და ადრეულ ეტაპზევე განადგურდა.

გრეგ პოპოვიჩი და მისი გაწვრთნილი "სპურსი" დაისვენებს და დაელოდება კონფერენციის ნახევარფინალში "დენვერი"- "გოლდენ სტეიტის" შორის უკეთესს.

მოქმედმა ჩემპიონმა "მაიამიმ" ძალების დაზოგვითაც უპრობლემოდ მოახერხა 4 მატჩში პლეი ოფის პირველი რაუნდის გადალახვა - გაანადგურა რა "მილუოკი".

უკანასკნელ მატჩში "ბაქსის" კალათბურთელებმა თავგანწირვით იბრძოლეს, თუმცა მოწინააღმდეგე გუნდის მაღალი სათამაშო კლასი და ინდივიდუალური ოსტატობა მათ წარმატებაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდათ. ლებრონ ჯეიმსმა მასპინძლებს 30 ქულა ჩაუგდო, შეცვლაზე შესულმა რეი ალენმა 7 მცდელობიან 4 სამქულიანი გამოიყენა. საბოლოოდ - 88:77, "ჰიტის" დამსახურებული გამარჯვება.

"ბოსტონმა" ოდნავ შეძლო სიტუაციის გამოსწორება "ნიუ იორკთან" სერიაში. ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ, "სელტიქსმა" პლეი ოფში პირველი გამარჯვება იზეიმა - 97:90.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან დოკ რივერსის დამოძღვრილი გუნდი ეკვეთა მეტოქეს და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა. მეტოქის კალათს ნებისმიერი დისტანციიდან წარმატებით უტევდნენ ჯეფ გრინი და პოლ პირსი. 3-წამიან ზონაში ძალზე სახიფათო გახლდათ კევინ გარნეტი, რომელიც შავ სამუშაოსაც ასრულებდა და შეტევაშიც შედეგიანი გახლდათ. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით, ერთ მომენტში "მწვანეები" 20-ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურდნენ, თუმცა მოგების ნაადრევად ირწმუნეს და დაისაჯნენ. კარმელო ენტონიმ და რეიმონდ ფელტონმა ბოლო მეოთხედში გამოიღვიძეს, უდიდესი მონდომებისა და გამართლების ხარჯზე "ნიქსმა" შეხვედრა ოვერტაიმშიც გადაიყვანა, თუმცა იქ უკვე ვეღარაფერი გააწყო ვეტერან ჯეისონ ტერისთან, რომელმაც დამატებით ხუთწუთეულში 9 ქულა ჩაუგდო მეტოქეს და საკუთარ გუნდს გაამარჯვებინა.

"გოლდენ სტეიტმა" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა პლეი ოფის მეორე რაუნდისკენ. "დენვერთან" სერიის მეოთხე მატჩში მარკ ჯექსონის დამოძღვრილებმა არანაირი შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და 14-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს - 115:101.

კვლავ შეუჩერებელი გახლდათ სტეფ კარი, რომელმაც 31 ქულა და 7 სედეგიანი პასი მიითვალა. იდეალურთან მიახლოვებული პროცენტით ისროდა თამაშიდან ჯარეტ ჯეკი, რომელმაც 9 მცდელობიდან 8 წარმატებით გამოიყენა და მატჩი 21 ქულით დახურა. "ვორიორზი' სერიაში 3:1 დაწინაურდა და მხოლოდ 1 მოგება აშორებს კონფერენციის ნახევარფინალს.

 

გოლდენ სტეიტი - დენვერი 115:101 (25:21, 31:23, 35:28, 24:29)

გოლდენ სტეიტი: კარი (31), ტომფსონი (13), ბოგატი (12), ჯეკი (21), ბარნსი (4); ეზელი, ლენდრი (17), გრინი (13), ბაზემოური, მაჩადო (2), ბიედრინსი (2)

დენვერი: ლოუსონი (26), ფურნიე (2), ფარიდი (8), ჩენდლერი (6), იგუდალა (19); მაკგი (4), ბრიუერი (14), მილერი (12), კუფოსი (2), რენდოლფი (6), სტოუნი (2), ჰემილტონი

გოლდენ სტეიტი იგებს სერიას 3:1

 

ბოსტონი - ნიუ იორკი 97:90 (22:17, 32:18, 14:30, 16:19, 13:6)

ბოსტონი: ბრედლი (3), პირსი (29), გარნეტი (13+17მ), ბასი (4), გრინი (26); ტერი (18), კრუფორდი (3), უილიამსი (1), ვილკოქსი

ნიუ იორკი: პრიჟიონი (3), ფელტონი (27), ჩენდლერი (5), ენტონი (36), შამპერტი (12+12მ); კიდი, მარტინი (4), ნოვაკი (3), რიჩარდსონი

ნიუ იორკი იგებს სერიას 3:1

 

მილუოკი - მაიამი 77:88 (17:24, 24:21, 21:22, 15:21)

მილუოკი: ჯენინგსი (3), ელისი (21), სანდერსი (7), ილიასოვა (8), მბა მუტე (9); რედიკი (10), დანლივი (17), იუდო (2), ჰენსონი, სმიტი, აიონი

მაიამი: ჩალმერსი (3), მილერი (5), ბოში (10), ჰასლემი (13), ჯეიმსი (30+8მ+7პ); ალენი (16), ბეტიე (3), ანდერსენი (2), კოული (4), ლუისი (2), ენტონი

მაიამიმ მოიგო სერია 4:0

 

ლეიკერსი - სან ანტონიო 82:103 (20:26, 14:26, 24:26, 24:25)

ლეიკერსი: გუდლოქი (14), მორისი (8), ჰოვარდი (7), გასოლი (16), კლარკი (6); დუჰონი (110, ჯეიმისონი (12), ჰილი (8), საკრე

სან ანტონიო: პარკერი (23), გრინი (9), ბეინსი (6), დანკანი (11), ლეონარდი (13); ბონერი (5), ჯინობილი (8), ნილი (11), ბლერი (13), ჯოზეფი (4), მაკგრეიდი, დეკოლო, მილსი

სან ანტონიომ მოიგო სერია 4:0

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095289