სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:14 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"სან სიროზე" ტურინელი ხარობს

კარლოს ტევესმა კვლავ გაიტანა. ამჯერად პრინციპულ და ტურის ცენტრალურ მატჩში. ბოლომდე იბრძოლა, პოგბასთან გაითამაშა და ტანმაღალმა ნახევარმცველმა ბრწყინვალე პასით ერთი-ერთზე დატოვა არგენტინელი, კარლოსმაც შეაგდო.

პირველი ტაიმი ფრედ მორჩა, გოლი კი მეორე ტაიმში გავიდა. შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ერთმა გამოიყენა. მასიმილიანო ალეგრიმ ყოფილ გუნდს მოუგო და ცხრილს სათავეში ტურინელები ჩაუდგნენ.

სავარაუდოდ, პიპოს მოთამაშეები მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებენ და შესაძლოა ჩემპიონობასაც გამოჰკრან ხელი, თუმცა სამი ტურიდან გამომდინარე, წინასწარ განსაზღვრა ძნელია.

ლევან მჭედლიძის გარეშე პირველი ქულა მოიპოვა “ემპოლიმ” და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი. მარილუნგოსა და დეფრელის გოლებით ტაიმი “ჩეზენამ” მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში ჯერ ვეტერანმა ტავანომ გაათანაბრა პენალტის ნიშნულიდან, ხოლო 15-20 წუთში რუგანის გოლიც ვიხილეთ.

“ემპოლიმ” მე-18 ადგილზე აინაცვლა, თუმცა მასსავით ერთი ქულა აქვს მე-13 ადგილოსან “პალერმოს.”გუნდები მჭიდროდ არიან განლაგებულნი და აუტსაიდერებზე საუბარი 3 ტურის შემდეგ მართებული არ იქნება.

 

“ჩეზენა” – “ემპოლი” 2:2 (2:0)

ჩეზენა: ლელი, ბრიენსა (ჯურიჩი 66), კაპელი, კასკიონე, კოპოლა, დეფრელი (პერიკო 84), ჯორჯი (ზე ედუარდო 55), ლუჩინი, მარილუნგო, რენზეტი, ვოლტა

მწვრთნელი: პიერპაოლო ბისოლი

ემპოლი: სეპე, ბარბა, კროკე, ჰისაჯი, პუკარელი, რუგანი, რუი, სეპე, ტავანო, ვალდიფიორი, ვეცინო, ვერდი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 1:0 მარილუნგო (30), 2:0 დეფრელი (32), 2:1 ტავანო (თერთმეტმეტრიანი, 55), 2:2 რუგანი (72)

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

გაფრთხილება: ჯორჯი (24), კასკიონე (51), ლუჩინი (54), ვეცინო (75), დეფრელი (76)

 

“მილანი” – “იუვენტუსი” 0:1 (0:0)

მილანი, “ჯუზეპე მეაცა.”

მილანი: აბიატი (კაპიტანი), აბატე, დე იონგი, დე შილიო, ელ შაარავი (ბონავენტურა 67), ჰონდა (პაცინი 83), მენეზი, მუნტარი, პოლი (ტორესი 76), რამი, ზაპატა

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

იუვენტუსი: ბუფონი (კაპიტანი), ასამოა, ბონუჩი, კასერესი (ოგბონა 35), კიელინი, ლიხშტაინერი (რომულო 83), ლორენტე, მარკიზიო, ფერეირა (ვიდალი 76), პოგბა, ტევესი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 ტევესი (71)

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

გაფრთხილება: მარკიზიო (42), ოგბონა (63), მუნტარი (84), ასამოა (90+1), ტორესი (90+1)

 

დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103259