კალათბურთი

14:16 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძეს მატჩის გმირობამდე 1 სროლა დააკლდა

 

დუდა სანაძეს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ საფინალი სირენის თანხლებით ნასროლი სამქულიანი ვერ ჩააგდო და “სან დიეგო ტორეროსი” თანაქალაქელ “სან დიეგო სტეიტთან” 1 ქულის სხვაობით – 64:65 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ სანაძემ გადამწყვეტი სროლა აცილა, მასზე და მთლიანად გუნდზე “ტორეროსის” დამრიგებელ ბილ გრირს აუგი არ დასცდენია. პირიქით, მწვრთნელი კმაყოფილი იყო:

“ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე და გამარჯვების რეალური შანსი გვქონდა. ბოლო მომენტში გუნდმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა და მხოლოდ იმაში არ გაგვიმართლა, რომ დუდას ნასროლი არ ჩავარდა. ჩვენი გუნდი სწორ გზაზე დგას და ბოლომდე ასრულებს იმას, რასაც წუთშესვენებებზე ვგეგმავთ. ბურთი ხან ჩავარდება, ხან – არა”.

არადა, “ტორეროსის” მოთამაშეებმა თითქმის შეუძლებელი შესძლეს და გამარჯვების მომპოვებელი სროლის შესრულების უფლება მოიპოვეს. ბოლო 12 წამში ორივე გუნდმა 4-4 საჯარიმო ჩააგდო.

აქედან დუდა სანაძის ანგარიშზე საფინალო სირენამდე 7 წამით დრე ჩაგდებული 2 სროლაა, რის შემდეგაც სხვაობა მინიმალური (62:63) გახდა. ამას “სან დიეგო სტეიტის” ლიდერის ქსავიერ თემზის 2 საჯარიმო მოჰყვა და როცა კრისტოფერ ანდერსონმა ჩამორჩენა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა, ბურთი “სტეიტის” იყო და დასრულებამდე 4 წამი რჩებოდა.

სწორედ ამ დროს მოხდა ის, რომ სანაძის გუნდმა მეტოქეს ბურთი ჩაუჭრა და გადამწყვეტი სროლის შესრულების პატივი ქართველს ერგო, თუმცა...

სანაძემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 32 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

“სან დიეგო” ტორეროსს 7 მოგება და 3 მარცხი აქვს და “ვესტ ქოსთის” დივიზიონში მე-6 ადგილზეა. საკუთარი დივიზიონის გუნდებთან შეხვედრები “სან დიეგოს” 28 დეკემბერს დაეწყება. მომდევნო მატჩი სანაძის გუნდს 10 დეკემბერს “პასიფიკასთან” ელის.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163243