ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღეს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოთხ წონით კატეგორიაში მედლები ისე გათამაშდა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისა და კონკრეტულად ევროპირველობის ვებ-გვერდებზე ინფორმაციის განთავსება არავის გახსენებია. რომ არა ერთ-ერთი თურქული ტელეარხი, რომელმაც გადამწყვეტი შეხვედრების პირდაპირი ტელერეპორტაჟი გადმოსცა, სამეულების შესახებაც მანამ ვერაფერს შეიტყობდა გულშემატკივარი, სანამ ამას ფილა არ მოისურვებდა.
ბეგი დარჩიას გუნდის წევრთაგან პირველები ევროხალიჩაზე ქემალ ხარაბაძე (55 კგ), ირაკლი ჭოჭუა (60 კგ), სოსო ჯაბიძე (96 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) გავიდნენ და მედლის მოპოვება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.
კვარცხლბეკზე ერთი ქართველი მაინც ავიდა, მაგრამ სხვა ქვეყნის სახელით – 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შალვა გადაბაძემ ბრინჯაოს მედალი აზერბაიჯანის ნაკრებს მოუტანა.
ევროპირველობის დასკვნით დღეს – 11 მარტს საქმეში 66, 74 და 84 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ბერძენ-რომაელები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ევროპის შარშანდელი ჩემპიონი (60 კილოგრამ წონით კატეგორიაში) რევაზ ლაშხი (66 კგ), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი (66 კილოგრამში) მანუჩარ ცხადაია (74 კგ) და ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ბელგრადი
10 მარტი
55 კგ
1 ელჩინ ალიევი (აზერბაიჯანი)
2 პეტერ მოდოში (უნგრეთი)
3 ალექსანდრ კოსტადინოვი (ბულგარეთი)
3 პატიჰ უჩუნჩუ (თურქეთი)
60 კგ
1 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)
2 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)
3 არსლან აბდულინი (რუსეთი)
3 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)
96 კგ
1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2 მინდაუგას ეზერსკისი (ლიტვა)
3 სერგეი რუტენკო (უკრაინა)
3 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)
120 კგ
1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)
2 ჰასან ბაროევი (რუსეთი)
3 ევგენი ორლოვი (უკრაინა)
3 იური პატრიკეევი (სომხეთი)
თავისუფალი ჭიდაობა
6-9 მარტი
55 კგ
1 ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი)
2 ბესიკ გუჩაშვილი (საქართველო)
3 რადოსლავ მარინოვ ველიკოვი (ბულგარეთი)
3 აჰმეტ პეკერი (თურქეთი)
60 კგ
1 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2 ანატოლი გუიდეა (ბულგარეთი)
3 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 რასულ მურთაზალიევი (რუსეთი)
66 კგ
1 ალან გოგაევი (რუსეთი)
2 ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი)
3 გერგელი ვიოლერი (უნგრეთი)
3 დავიდ საფარიანი (სომხეთი)
5 ოთარ თუშიშვილი (საქართველო)
74 კგ
1 დენის ცარგუში (რუსეთი)
2 დავით ხუციშვილი (საქართველო)
3 ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)
3 გაბერ ჰატოში (უნგრეთი)
84 კგ
1 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
2 მიხაილ პეტროვ განევი (ბულგარეთი)
3 გეორგიტა შტეფანი (რუმინეთი)
3 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
96 კგ
1 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)
2 ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
3 სერჰატ ბალჩი (თურქეთი)
3 ივან იანკოვსკი (ბელარუსი)
9 გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
120 კგ
1 ტაჰა აკგული (თურქეთი)
2 დანიელ ლიგეტი (უნგრეთი)
3 დავით მოძმანაშვილი (საქართველო)
3 იჰარ ძიატკო (ბელარუსი)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი 60
2 საქართველო 52
3 ბულგარეთი 49
4 თურქეთი 44
5 უკრაინა 30
6 ბელარუსი 28
7 უნგრეთი 27
8 აზერბაიჯანი 26
9 სომხეთი 19
10 რუმინეთი 16
სულ ევროპირველობაზე 39 ქვეყნის ნაკრები გამოვიდა
ოთარ მაღლაკელიძე







