საქართველოს ექს-ჩემპიონი თორნიკე სანიკიძე (2553) ჩინებულად თამაშობს გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი. სანიკიძემ გასულ ექვს ტურში 4 პარტია მოიგო, 2 კი ფრედ დაასრულა და 5 ქულით ფრანგ ეტიენ ბაკროსთან (2704) და არგენტინელ რუბენ ფელგაერთან ერთად, პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებს.
ცნობისთვის, სანიკიძეს ბადენ-ბადენში მე-5 რეიტინგი გააჩნია, ბაკროს და ფელგაერის გარდა კი, მას ინდოელი პრაიმარჯან ნეგი (2638) და მოლდოველი ვიორელ იორდანესკუ (2610) უსწრებენ. სანიკიძემ ჰოლანდიელ ლუდო ტოლჰუიზენს (2154), გერმანელ მარკო რიელეს (1851), ბულგარელ ბორის ჩატალბაშევს (2552) და ნეგის (2638) სძლია, ხოლო გერმანელ ვოლფგანგ შმიდს (2209) და იორდანესკუს (2610) დაუზავდა.
მე-7 ტურში სანიკიძე შავი ფიგურებით ფელგაერს ეთამაშება და ცენტრალური პარტიაც ეს იქნება, ასევე საინტერესო გახლავთ იორდანესკუს და ბაკროს დაპირისპირებაც.







