ქართველმა მოჭადრაკე თორნიკე სანიკიძემ (2553) გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში დასრულებულ ტურნირზე ინდოელ პარიმარჯან ნეგისთან (2638) და არგენტინელ რუბენ ფელგაერთან (2557) ერთად მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-4 პოზიცია დაიკავა.
ცნობისთვის, დასკვნით ტურებში სანიკიძემ ჯერ რუსი ალეკსანდრ კარპატჩევი (2484) დაამარცხა, შემდეგ კი ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ ფრანგ ეტიენ ბაკროს (2704) დაუზავდა და 9 ტურში 6.5 ქულა მოაგროვა.
პირველობა სწორედ ბაკროს ერგო, რომელმაც თავი 7.0 ქულას მოუყარა და საპრიზო ფონდიდან 2 000 ევრო მიიღო. ნეგის 1 000 ევრო ერგო, ფელგაერს – 700, ხოლო სანიკიძეს – 400.







