ფეხბურთი

17:45 | 17.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო – სან მარინო 3:1

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაიწყო. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩვენმა ჭაბუკებმა სანმარინოელ თანატოლებს უმასპინძლეს. ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო და პირველ ტაიმში ნოდარ აკობიას შეგირდებმა მოწინააღმდეგეს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. მე-8 წუთზე ანგარიში გორის “დილა 2” – ის შემტევმა, გიორგი ბერიძემ გახსნა. შემდეგ საბურთალოელმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა (მე-19 წთ) და ზესტაფონელმა ნიკა ლაშხიამ (33) კიდევ ორჯერ აიღეს მოწინააღმდეგის კარი.

მეორე ტაიმში სათამაშო სურათი არ შეცვლილა, თუმცა, გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 67-ე წუთზე თავი ანდრეა ტამანინიმ გამოიჩინა.

  1. ჰოლანდია       1      1      0      0      4:0     3
  2. საქართველო  1      1      0      0      3:1     3
  3. სან მარინო     1      0      0      1      1:3     0
  4. ფარერები       1      0      0      1      0:4     0
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175124