საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მე-5 ჯგუფი ოდენ ქულით დაასრულა. ნოდარ აკობიას გაწვრთნილებმა დასკვნითი მატჩი ირლანდიელ თანატოლებთან 2:2 ითამაშეს. ქართველები 0:2 აგებდნენ, მაგრამ უქულოდ მაინც არ დარჩნენ. განვლილ შეხვედრაში ირლანდიელები 23-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც გიორგი თვარაძემ ავტოგოლი გაიტანა. 75-ე წუთზე, ტომას ჰოლანდმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. 77-ე წუთზე, გიორგი კიკნაძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე კამლაძემ გამთანაბრებელი ბურთი გაიტანა.
საქართველო – ირლანდია 2:2 (0:1)
საქართველო: ქურდაძე, ქობულაძე, კაკიაშვილი (კ), ნადარაია, თვარაძე, გოშთელიანი, კამლაძე, ბერიძე (გაფრინდაშვილი, 64), ჯობავა, არაბიძე (კიკნაძე, 41), მიქელთაძე (მურჯიკნელი, 76).
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ აკობია.
ირლანდია: კონორი, ბრესლინი, კეინი, ჰოლანდი, ბესტი, მაკდონელი, ელვორთი, პოუნტონი (კ), კინსელა (მასტერსონი, 54), კორკერი (დოლანი, 57), დევერსი.
მთავარი მწვრთნელი: ტომ მოჰანი.
გოლი: 0:1 თვარაძე (23, საკუთარ კარში), 0:2 ჰოლანდი (75), 1:2 კიკნაძე (77), 2:2 კამლაძე (80).
გაფრთხილება: გოშთელიანი (37), დოლანი (71).
მთავარი მსაჯი: ალექსანდრუ ტეანი (მოლდოვა).









