ავტოსპორტი

17:12 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი სამოყვარულო წყვილთა რბოლაში

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი


სამოყვარულო წყვილთა რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ეტაპი რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე განახლებული ფორმატით, 7-8 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატში სამოყვარულო წყვილთა რბოლაში მონაწილე სამივე კლასში (წინა, უკანა და ოთხივე წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები) თამაშდება სამი ავტომობილი - BMBMW. პირველობისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან ნებისმიერი მოყვარული მძღოლი, რომელსაც აქვს მართვის მოწმობა, ამბიცია ჰქონდეს ყველაზე სწრაფის ტიტული და სურვილი ჰყავდეს BMBMW-ს მარკის ავტომობილი.

თორმეტეტაპიან ჩემპირონატში, ქულათა დარიცხვის განსაკუთრებული მეთოდით, ყველა მონაწილეს ბოლო ეტაპამდე აქვს შანსი იყოს გამარჯვებული და საოცნებო BMBMW-ს მფლობელი.

მეოთხე ეტაპიდან, ყველა მონაწილე მრბოლელს, შედეგის მიუხედავად, ეძლევა შანსი მონაწილეობა მიიღოს სამოყვარულო წყვილთა რბოლაში საქართველოს თასის გათამაშებაში  და  ბოლომდე იბრძოლოს გამარჯვებულის ტიტულისთვის.

 

მონაწილეების საკვალიფიკაციო რბოლა გაიმართება შაბათს  15:00 საათიდან 

შეჯიბრი  კვირას 11:00 საათიდან 

 

„კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული პირველი 8 ადგილის გარეთ დარჩენილი მონაწილეები გააგრძელებენ ერთმანეთში ბრძოლას საქართველოს თასის გათამაშებაში. კვალიფიკაციის შემდეგ მეცხრე ადგილზე გასული საქართველოს თასის გათამაშებაში ავტომატურად კლასიფიცირდება როგორც პირველი დროის მქონე, მეათე ადგილზე გასული როგორც მეორე დროის მქონე და ასე შემდეგ“ _ განაცხადა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის დირექტორმა მევლუდ მელაძემ.

შეჯიბრის დებულებისა და ქულათა დარიცხვის უნიკალური მეთოდის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-გვერდზე www.rim.ge

 

 

კვალიფიკაციისა და შეჯიბრის განრიგი:

7 სექტემბერ 

15:00 - 15:50 RWD (უკანა წამყვანი) რეგისტრაცია

16:00 - RWD კვალიფიკაცია

16:00 - 16:50 FWD (წინა წამყვანი) რეგისტრაცია

17:00 - FWD კვალიფიკაცია

17:00 - 17:50 AWD (ოთხივე წამყვანი) რეგისტრაცია

18:00 - AWD კვალიფიკაცია

 

8 სექტემბერი

11:00 - RWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი)

13:30 - FWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი)

16:00 - AWD რბოლა (ყველა ჩემპიონატი) 

 

ქ.რუსთავი, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კმ

თელ:. 599109955, 574001300

E-mail: media@rustavi1.com

www.rim.ge

 

 

 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092408