ავტოსპორტი

19:45 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი ოფროუდ თრაიალში

30-31 მარტს თბილისში ოფროუდ თრაიალში საქართველოს ღია ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა. ტურნირი საქართველოს ოფროუდ კლუბის ორგანიზებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა როგორც პროფესიონლი, ასევე მოყვარული ავტოსპორტსმენებისთვის იყო შესაძლებელი.

ჩემპიონატის პირველ ეტაპში ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ოფროუდერებისგან დაკომპლექტებული ეკიპაჟები მონაწილებდნენ.

ტურნირი 5 საშეჯიბრო კატეგორიაში – ორიგინალი, სტანდარტი, მოდიფი, პრო-მოდიფი და პროტო – ჩატარდა, სადაც კატეგორიებად დაყოფა, სარბოლო ტრანსპორტის მომზადების მიხედვით მოხდა. ჩემპიონატის მონაწილე ეკიპაჟები 7 საშეჯიბრო ტრასაზე, პარალელურ რეჟიმში ასპარეზობდნენ.

ჩემპიონატის თითოეული ეტაპი ორ საცდელ დღეს, ორ საცდელ გარბენს მოიცავს, სადაც მონაწილეს საშუალება ეძლევა, მსაჯთა კოლეგიას თითოეულ ტრასაზე ორი საცდელი გარბენის შედეგად მიღებული საუკეთესო დრო აჩვენოს. ეტაპის გამარჯვებულად ის მონაწილე ითვლება, რომელიც უმოკლეს დროში, ეტაპის ყველა ტრასას უშეცდომოდ გაივლის.

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი 36 ეკიპაჟი მონაწილეობდა, რომელთა შედეგებიც ასე გადანაწილდა:

კატეგორია “ორიგინალი”

1. დავით საძაგლიშვილი, პაატა წაქაძე

2. ოთარ კიშინსკი, აკაკი ქათამაძე

3. გიორგი კეკელიძე, რამაზ წიკლაური

კატეგორია “სტანდარტი”

1. დავით ლობჟანიძე, მალხაზ შინჯიკაშვილი

2. დავით კოზანაშვილი, ალექსანდრე ქემერტელიძე

3. დიმიტრი ჩორბაჩიძე, თამაზ ჭეიშვილი

კატეგორია “მოდიფი”

1. ვახტანგ ფიცხელაური, ნიკოლოზ ვარძელაშვილი

2. იოანე ყიფშიძე, ირაკლი კაკაურიძე

3. ვახტანგ შერგელაშვილი, სანდრო აბულაძე

კატეგორია “პრო-მოდიფი”

1. დავით მამუკაშვილი, სოსო მამუკაშვილი

2. თეიმურაზ შერგელაშვილი, ნინო ოზურეკი

3. დავიდ მარტიროსიანი, გარიკ სტეპანიანი

კატეგორია “პროტო”

1. ზურაბ ნაბელიშვილი, კონსტანტინე კახეთელიძე

2. გრიგორ გალეიანი, არტაკ სტეპანიანი

3. ირაკლი კორძახია, მევლუდ მელაძე

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16371