საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ჩელიაბინსკში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ორი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. პირველ წრეში ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა. ქულები შალვა ქარდავამ (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+90 კგ) აიღეს.
მეოთხედფინალში ქართულმა ხუთეულმა ყაზახეთს 4:1 აჯობა. თავიანთი შეხვედრები მოიგეს: ამირან პაპინაშვილმა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) მოიგეს. ადამ ოქრუაშვილი (+90 კგ) კი დამარცხდა.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.







